დიდხანს მინდოდა მეწერა შენზე, როგორ აღმზარდე აქამდე დედა, ვერ ვპოულობდი საჭირო სიტყვებს რაც კი მინდოდა რომ შენზე მეთქვა.დიდხანს მინდოდა მეწერა შენზე, როგორ აღმზ...
ე–მიგრანტობა–ეს სასჯელია,
მ–ისი ვადა კი არ იცის არვინ,
ი–ს სულის გვემა და ნაღველია,
გ–ულის ტკივილი შვილების ნატვრით.
რ–ას მიგვიხვდებით რა ტკივილია,
ა–რ ჩაეტევა დარდი ამ ლექსში,
ნ–ოსტალგიისგან დავსნეულდით და
ტ–ვირთმა კი ლამის გაგვწყვიტოს წელში,
ე–მიგრანტებო, ჩემო გმირებო,
ბ–ედისგან გვერგო ჩვენ ეს სასჯელი,
ო–ბლებივით ვართ უცხო მიწაზე,
უ–სამშობლოოდ ხე ვართ მოჭრილი.
ფ–ესვები ჩვენი სამშობლოშია,
ა–ღმოცენებას, დაკვირტვას ითხოვს,
ლ–აჟვარდი ზეცა საქართველოსი
ი–სევ გვეძახის, თავისთან გვიხმობს.
გ–ულს ნუ გაიტეხთ, წელში გასწორდით,
ფ–რთებგაშლილებმა სულ წინ იარეთ,
ა–რ დაგავიწყდეთ, თქვენი მარჯვენით,
რ–ომ საქართველო გააძლიერეთ.
ა–გვიხდენს ღმერთი მალე ოცნებას,
ვ–ალმოხდილები და დაღლილები
დ–ავუბრუნდებით მშობლიუ