Предыдущая публикация
ჩვენი გაევროპელობით გული შეგიწუხდება.
ბებიაჩემს რომ შეხედო ბოსტანს როგორ ამშვენებს,
მერე იტყვით სიამაყით, ''რაღა გადაგვაშენებს.''
გლეხი მაინც გლეხი არის, გულიანი, კეთილი,
ჩვენს პატარა ქვეყანაში ობლად გამოკეტილი.
რაც არ უნდა დავიჩემოთ ამერიკა, ევროპა,
საქართველოს შვილობისთვის ვაზის მოვლაც გვეყოფა.
წვრილმანს ისე შევეჩვიეთ, დაგვავიწყდა მთავარი,
უწარსულოდ არც აწმყო და მომავალიც არ არის.
სისხლი ისე აგვერია, სისხლი ისე შედედდა,
ვუყურებ და სულ არ მინდა ქართველობის შეხედვა.
თუმცა ბოლო ასეთია, ბედი ირჩევს ბატონებს,
სამწუხაროდ, სამუდამოდ არვის დაიპატრონებს.
რაც არ უნდა გაგვიტაცოს ბრენდებმა და მოდებმა,
ჩვენი სოფლის სასაფლაო ყველას დაგველოდება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6
ამერიკობა და ბრენდობა მათი ჯიბის გასასქელებელი ფორმულაა, ბრიყვები კი მათ უსმენენ.