წაიკითხეთ ყველამ : )ბაბუას წერილი ნინიკოს: ,,დღეს ყველაზე ბედნიერი და გახარებული დავწექი დასაძინებლად… ჩემი პატარა ნატვრის თვალი დაიბადა. როგორც იქნა, ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა ჩვენს ოჯახს, ამდენი ხნის ნანატრი შვილიშვილი ჩაგვისვა კალთაში… მე, ბაბუა, ერთი უბრალო ბერიკაცი ვარ… წესივრად შეიძლება ზღაპარიც კი ვერ მოგიყვე… სათვალეც კი არ მიშველის ჩემი დაფსობილი თვალებით წიგნი წაგიკითხო… მაგრამ მე შენთვის ახალ ზღაპრებს მოვიგონებ, ბაბუ… მოვიფიქრებ და ზეპირად მოგიყვები… შენ სანამ მიხვდები, რომ ბაბუაშენს კარგად წერა კითხვაც კი არ ეხერხება, მეყოლები კალთაში და მოგიყვები ჩემს გამოგონილ ზღაპრებს… მერე კი… მერე რად გინდა, ბაბუ, ჩემი ზღაპრები… თვითონ ისწავლი კითხვას და დაფრთიანდები… მანამდე მე შეგა
შენზე ფიქრებს ვებრძვი, დაგივიწყე განა,
ტირილს თავს ვუკრძალავ, თუმცა მენატრები მამა,
რაც შენ მიგვატოვე ყველა შეიცვალა,
გულს მტკენს სიმარტოვე, სულიც დაინამა.როგორ გაგიხსენო,შენ არც მავიწყდები,
სულში მონატრებამ შენმა დაიმკვიდრა,
ჩემით ცხოვრობდი და ჩემით გიხაროდა,
როცა მიმატოვე ძლიერ გამიკვირდა.ნეტა ერთხელ გნახო, გულში ჩაგიკონო,
მამის სითბო ვიგრძნო ასე რომ მიყვარდა,
შენი სათნო სახე ისევ დაგიკოცნო,
ჩემი მოფერება შენც ხომ სულ გიყვარდა.ჩემი გულს ნადები მინდა გაგიმხილო,
მინდა მოვისმინო შენი დარიგება,
მამა-შვილურად ისევ მოვილხინოთ,
დედის ჩუმად ისევ დავდოთ გარიგება.ცრემლი თვალს აწვება, მგუდავს და მაოცებს,
ჩემს ხვეწნას ურჩი ცრემლიც მორჩილდება,
დედას არ ვანახებ, რა ძლიერ განვიცდი,
როგორ მანადგურებს შე