დაბრუნდი შვილო?დიდხანს გელოდი,
მამაც დაღლილი სიზმარში ხედავს
თავის შვილს ლოცავს სადღეგრძოთი.
დედა მივიდა შეხედა კარებს
წინ შეეგება უტყვი სიბნელე,
არა მას შვილი ვერ გაახარებს
მას აღარ ელის ტკბლი სიბერე.
ხელის კანკალით უახლოვდება
ვაჟკაცის სურათს კედელზე გაკრულს,
მისი ყურებით ნელ-ნელა დნება
კვლავ გაიგონებს კარებზე კაკუნს.
მოტრიალდება შეიწმენდს ცრემლებს,
-ჩემ ბიჭს ცრემლები ძალიან სძულდა,
გახარებული უკოცნის ხელებს
ის ცოცხალია,აჰა დაბრუნდა.
შვილი დგას ჩუმად ცრემლი ჩამოსდის
დედას აშორებს თვალებს,
-მე, აღარასდროს არ დავბრუნდები,
ვიხდი წინაპრის ვალებს.
შეწყდება უმალ ტკბლი სიზმარი
გაქრება სტოვებს ფრთხილად,
ყურში ჩაესმის მისი სიტყვები
-სიზმარში გნახავ ხშირად.
გამოეღვიძა ცრემლს ვერ იკავებს
თავშლის ბოლოთი იწმინდავს თვალებს,
მამა აწყნარებს,-გთხოვ რომ დაწყნარდი
ის დაბრუნდება უთუოდ მალე.
ძლივას ადგება მამა ბარბაცით
შვილის ოთახში შედის,
ცარიელია ისევ საწოლი
ქვითინი ისმის დედის.
-მეც თქვენი შვილი ვიქნები დედი
მანამ ვიცოცხლებ ვფიცავ..,
ვიცი ვერ ნახეთ მისი ცხედარი
თქვენი შვილი ვერ იცანთ.
აქ დედი ყველა თქვენი შვილია
რით განუგეშოთ არ გვყოფნის ძალა,
დღეს დეენემის პასუხი მოვა
კანკალით გიმხელთ,ცრემლებს ვერ ვმალავთ.
მთელი არმია ცრემლად ვიღვრებით
მუხლზე გიჩოქებთ დედა,
ეს ყოველივე სიზმარს გაგონებთ
თქვენ შვილს რომ ვერსად ხედავთ.
დედის მოთქმის ხმა ჩამესმის ყურში;
-გთხოვთ დამიბრუნეთ მკვდარი მანახეთ
მინდა ვაკოცო ჩემ შვილს თბილ გულში,
წინ კი გვიშლიან ძმათა სამარხებს...
ეჭვით მიდიხართ,უახლოვდებით,
სადაც კითხულობთ თრთოლვით მის სახელს
ქვას ეფერებით მუხლდაჩოქილი,
თითქოს უკოცნით თქვენ გმირ შვილს სახეს.
შეგთხოვთ გამაგრდეთ ჩვენო დედებო,
არა კვდებიან თურმე გმირები,
შენც საქართველოვ ნამდვილად გიჯობს,
რომ გავუფრთხილდეთ შვილებს კბილებით.
ოცდამეერთე საუკუნეში
რატომ გვიცოცხლებთ(მირზა გელოვანს),
რისთვის გვიხოცავთ ამ მგელბიჭუნებს
ნუთუ სხვა ხვედრი მათ არ ელოდათ?
რატომ გვიწამლავთ ახალგაზრდობას
შავს რატომ აცმევთ შვილებზე დედებს,
ამისთვის არვინ გეტყვით მადლობას
არვინ აგიგებთ ცად აწვდილ ძეგლებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев