მიყვარხარ მზემდე,
მზის იქით ღმერთია,
შენი სიყვარული
მასავით ერთია.
მინდა რომ ვწერდე
შენზე და ღმერთზე,
მიყვარხარ დღემდე
და გეტრფი მზემდე.
მიყვარხარ, მენდე,
მინდა რომ ვფრენდე
ღრუბლებში, მზემდე
და არ შევწყიტო
ოცნება შენზე.
შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი. ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის... . მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა. მანამდე შეგიძლია მაგიდაზე მოფენილი თავსატეხებით შეიქციო თავი, ამასწინად ერთ–ერთის ამოხსნა მეც დავიწყე თუმცა ნერვები აღარ მეყო და... ჯერ რა უჭირს, პატარები და ადვილებია, თუმცა რომ გართულდებიან და გაიბერებიან, მერე