ტიალო სამარისკარო, მიახლოვდები თანდათან... კაცისთვის ჟამი სამზეო წამი ყოფილა პატარა... დამრია სხვათა ავთვალმაც: სად არ მიყელა, სად - არა! ჩემმა ბედმა და იღბალმაც სულ კინჭუხებზე მატარა სიტკბო - სიმწარით გამკვება, სანელად შხამიც ატანა, გავუძლებ, თუმცა გაძნელდა გაუძლებელის ატანა, მაინც ვერ გამათახსირა, მაინც ვერ გამაკანტალა... ერთთავად ლაშარის მლოცველს ვერას გამომრჩა სატანა, მაინც შევძელი პირიმზის აღქმის ღმერთამდე ატანა და ახლა ვდგევართ პირისპირ უფლის საუფლოს კართანა !
Комментарии 14
არ ვიცი, ვისმა სიცოცხლემ,
მინდობილმ ღვთისა ძალასა,
ავი და კარგი ამ ქვეყნის
რარიგად დააბალანსა?
მე კი ვერ მოვრჩი ვერაფრით
ჭირსა და ხათაბალასა!
ისე ვრ, ეხლა ვსწავლობდე
ცხოვრების ანა-ბანასა.
დღისით მზე მახლავს მეგზურად,
ღამით ნათება მთვარის,
უბან და უბან დავდივარ,
ვით უცხო მხარის მგზავრი__
გავიგო: რა როგორ ფასობს,
ან რას ყიდულობს ხალხი,
უპირველესად ყოვლისა,
შენი ღიმილი რა ღირს?
ან მომხიბლავი ილეთი
დაბლა წამწამთა დახრის,
ან წამი შენთან საუბრის __
კარი სამოთხის ბაღის,
გავიყიდები ერთიან,
ოღონდ გავიგო რა ღირს!
გულო ჩემო, მანამდე
თრფობის ალით გიზგიზებ,
მანამდე ხარ ცოცხალი!
დაე, დაუსრულებლად
მაგ ხანძარით იწვოდე,
ვიდრე იყო სამზეოს
ფუტურო და უგრძნობი!
სულო, ცისკენ დაიძარ
შენი მიწის სურნელით...
დე, ალალი სიმღერა
ლამპრად მიგიძღვებოდეს...
სიჭაბუკე არასდროს
იზომება ასაკით,
რადგან არის მთავარი
სიჭაბუკე სულისა!
თუკი თრფობის მირონით
ავსებული თავმადის
დახვალ დედამიწაზე</
...Ещёგულო ჩემო, მანამდე
თრფობის ალით გიზგიზებ,
მანამდე ხარ ცოცხალი!
დაე, დაუსრულებლად
მაგ ხანძარით იწვოდე,
ვიდრე იყო სამზეოს
ფუტურო და უგრძნობი!
სულო, ცისკენ დაიძარ
შენი მიწის სურნელით...
დე, ალალი სიმღერა
ლამპრად მიგიძღვებოდეს...
სიჭაბუკე არასდროს
იზომება ასაკით,
რადგან არის მთავარი
სიჭაბუკე სულისა!
თუკი თრფობის მირონით
ავსებული თავმადის
დახვალ დედამიწაზე
ზღაპრულ მზეჭაბუკივით
საქმიანი სიტყვითა,
სიტყვიანი საქმითა,
აზრით თავისთავადით,__
მაშინა ხარ ცოცხალი,
მაშინა ხარ თავადი!..
სანამ გიყვარს, სანამ გძულს,
არა გიშავს მანამდის!
ვენდო ?
ვის ვენდო, არ ვიცი
რომ ვენდე, მაშინ დამინდო?!
ჰე, კაცო, კაცო, გულჭრელო,
საწუთროვ ___ მარტის ამინდო!
შენ შხამს მიწოდებ სანაცვლოდ,
მე გთხოვე ყურძნის აკიდო!
შენი ძღვენი და ნაქშერი
რომელ დარბაზში გავკიდო ?
ერთხელ არ იტყვი: „ ცოტა ხნით
აბა, მეც მივიამინდო!
მე თუ მენდობა ეს ხალხი,
აბა, მეც ვინმე დავინდო!“
მე კი, თეთრ კბილს რომ მაჩვენებ,
ალბათ, ვბრიყვდები ამიტომ...
შენს „ოხტში“ მაინც ვერ მოვალ,
<s s
...Ещёვენდო ?
ვის ვენდო, არ ვიცი
რომ ვენდე, მაშინ დამინდო?!
ჰე, კაცო, კაცო, გულჭრელო,
საწუთროვ ___ მარტის ამინდო!
შენ შხამს მიწოდებ სანაცვლოდ,
მე გთხოვე ყურძნის აკიდო!
შენი ძღვენი და ნაქშერი
რომელ დარბაზში გავკიდო ?
ერთხელ არ იტყვი: „ ცოტა ხნით
აბა, მეც მივიამინდო!
მე თუ მენდობა ეს ხალხი,
აბა, მეც ვინმე დავინდო!“
მე კი, თეთრ კბილს რომ მაჩვენებ,
ალბათ, ვბრიყვდები ამიტომ...
შენს „ოხტში“ მაინც ვერ მოვალ,
სული რომ ცხრაჯერ გავყიდო!
1995-23-1
შენ რომ
(სამი მუხლედი)
*
შენ რომ
მართლა ჩემი ერთგული იყო,
და ჩემი არსებობა
მზის ქვეშეთში რამედ მიგაჩნდეს და
გეხარბებოდეს,
ხომ კიდეც გამიფრთხილდებოდი და
დამარცხებულის იარლიყით
სამზეოზე სასიარულოდ არ გამიმეტებდი,
*
შენ რომ
გულისხმიერებაში „ორი“ არ გეწეროს,
<p...Ещёშენ რომ
(სამი მუხლედი)
*
შენ რომ
მართლა ჩემი ერთგული იყო,
და ჩემი არსებობა
მზის ქვეშეთში რამედ მიგაჩნდეს და
გეხარბებოდეს,
ხომ კიდეც გამიფრთხილდებოდი და
დამარცხებულის იარლიყით
სამზეოზე სასიარულოდ არ გამიმეტებდი,
*
შენ რომ
გულისხმიერებაში „ორი“ არ გეწეროს,
ხომ შენისთანა მაღალნიშნიან
დიპლომს ვერავინ დაიჩემებდა,
თუნდაც მთელი საქალეთი
ერთმანეთში მოხვედრილიყო და
მარშიყ-მაღრიბეთი
სულ ფეხზე წამომდგარიყო.
*
შენ რომ
იცოდე, შენი გულგრილობით
რამდენს სცოდავ, ხომ დაფიქრდებოდი
და შენს მომავალს __
შენს შვილ-შვილიშვილებს
გაუფრთხილდებოდი, __
შენმა ნაჭამმა ტყემალმა
კბილი არ მოსჭრას და
სათითოოდ ტკბილი სიცოცხლე
არ გაუმწაროს,
21-10-2000
მაღწალას შვენის შურთხის ყივილი
კერას - თვალები ნაღვერდალისა,
სიცოცხლეს - ლხინი,
სიკვდილს - ტირილი,
ლხინს კი - ღიმილი ტურფა ქალისა!
- რაა სიცოცხლე?
- ფიქრი, ტკივილი.
ერთი კივილი ჯონგა ხარისა,
ერთი გაფრენა ცაში შევარდნის
ერთი გადავლა მთაზე ქარისა,
სულ მოლოდინით თენდებ - ღამდება
გულში იმედი მუდამ ხვალისა
თანაც არ იცი, ეშმას ეკუთვნი
თუ ანგელოზმა დაგითავისა,
მაინც ადიდე ადგილის დედა
მაინც დალოცე გზაი მგზავრისა
...Ещёმაღწალას შვენის შურთხის ყივილი
კერას - თვალები ნაღვერდალისა,
სიცოცხლეს - ლხინი,
სიკვდილს - ტირილი,
ლხინს კი - ღიმილი ტურფა ქალისა!
- რაა სიცოცხლე?
- ფიქრი, ტკივილი.
ერთი კივილი ჯონგა ხარისა,
ერთი გაფრენა ცაში შევარდნის
ერთი გადავლა მთაზე ქარისა,
სულ მოლოდინით თენდებ - ღამდება
გულში იმედი მუდამ ხვალისა
თანაც არ იცი, ეშმას ეკუთვნი
თუ ანგელოზმა დაგითავისა,
მაინც ადიდე ადგილის დედა
მაინც დალოცე გზაი მგზავრისა
ერთი წამია კაცის სიცოცხლე
ერთი კივილი ჯონგა ხარისა!
შენ არ ბერდები
„შენ არ ბერდები“ --- მეუბნებიან,
არ ვიცი, რად სურთ ჩემი ბერობა?
ჯერ ოცნებები მზეზე თბებიან...
ისეც ვიფერებ „ხევისბერობას“...
სანამდე ტრფობა გულში ცეცხლს მინთებს
და შენი ხატი ალად გიზგიზებს,
რა დამაბერებს, ისიც შემინდე,
ვერ გეფერები, როგორც დილის მზეს,
სიკვდილი თუკი შემომეტოტა,
სამარესთან ხომ მოხვალ ტირილზე?
შენი ალალი ცრემლი მეყოფა
სულეთის საგზლად და სათილისმედ!
თუ კი
მთებს კვლავ ამშვენებ, იავ, აისე
როგორც დილის მზე ცისფერ აისებს...
თუკი სიყვარულს ვერ მოუვლიდი,
მაშ რაისადღა გაითავისე?!
გემუდარებით
რად მომეჩვენა
თავდაყირა დამდგარი მთები,
გზა ჩახერგილი
ათასგვარი შურით და გესლით?
იუდას ცეკვას
აქ რა უნდა ფეხის ცერებზე?!
მე მაგან მომკლა,
მაგის სახელს ნუ გამიხსენებთ!
თუმცა ტკბილია
და მთენთავი მისი სიმღერა!
დგას კულისებში
ცვლა ნიღბების, ნოტთა და ჰანგთა...
რას შევესწარი,
რა უტიფარ სახეებს ვხედავ! ---
მაცილთ ენაზე
...Ещёგემუდარებით
რად მომეჩვენა
თავდაყირა დამდგარი მთები,
გზა ჩახერგილი
ათასგვარი შურით და გესლით?
იუდას ცეკვას
აქ რა უნდა ფეხის ცერებზე?!
მე მაგან მომკლა,
მაგის სახელს ნუ გამიხსენებთ!
თუმცა ტკბილია
და მთენთავი მისი სიმღერა!
დგას კულისებში
ცვლა ნიღბების, ნოტთა და ჰანგთა...
რას შევესწარი,
რა უტიფარ სახეებს ვხედავ! ---
მაცილთ ენაზე
დღეს რქმევია ღამე უშკმური,
ხოლო არაკაცს
კაი კაცი, კაცს-- არაკაცი!..
უნდოა მზერა,
სიტყვაც უნდო და არა მკაცრი
ჭიუხის ლაშში
ქარი კუნჭავს აბურძგნულ მაცილს...
ლაშარით ისმის
გრძელი რეკვა დედოზარების:
„ნუ იზამთ უკადრის!
ნუო...
ნუო...
გემუდარებით!
ეშმაკის ცეკვს
არ აუწყოთ ჩანგის ლარები!“
რა სიცოხლეა
ჩამოცოტავდა ბუხარში შეშა,
და მოსდებია ნაღვერდლებს დაკვლი,
სხვის ნაკლის მძებნელ ადამიანებს
თავად საერთო გვაქვსდიდი ნაკლი:
ცოცხალს სალამსაცდავანატრულებთ
როცა მოკვდება,ფლავსუკან ვაყრით...
მოგეცა ლხენა, მერე გაჩნდება
შემნანებელიც, წამქცევიც ბაკლის...
სხვისა გვიკვირსდა ჩვენს ვერა ვხედავთ,
ავსცა და კარგსაცბზომთ ერთი ადლით,
აბა, მითხარი რა სიცოცხლეა,
თუ მას ღვთიურიაკლია მადლი!
სანამ გიყვარს
გულო ჩემო, მანამდე
ტრფობის ალით გიზგიზებ,
მანამდე ხარ ცოცხალი!
დაე, დაუსრულებლად
მაგ ხანძარით იწვოდე,
ვიდრე იყო სამზეოს
ფუტურო და უგრძნობი!
სულო, ცისკენ დაიძარ
შენი მიწის სურნელით...
დე, ალალი სიმღერა
ლამპრად მიგიძღვებოდეს...
სიჭაბუკე არასდროს
იზომება ასაკით,
რადგან არის მთავარი
სიჭაბუკე სულისა!
თუკი ტრფობის მირონით
ავსებული თავამდის
დახვალ დედამიწაზე
ზღაპრულ მზეჭაბუკივით
საქმიანი სიტყვითა,
სიტყვიანი საქმითა,
აზრით თავისთავადით,
მაშინა ხარ ცოცხალი,
მაშინა ხარ თავადი!..
სანამ გიყვარს,სანამ გძულს,
<
...Ещёსანამ გიყვარს
გულო ჩემო, მანამდე
ტრფობის ალით გიზგიზებ,
მანამდე ხარ ცოცხალი!
დაე, დაუსრულებლად
მაგ ხანძარით იწვოდე,
ვიდრე იყო სამზეოს
ფუტურო და უგრძნობი!
სულო, ცისკენ დაიძარ
შენი მიწის სურნელით...
დე, ალალი სიმღერა
ლამპრად მიგიძღვებოდეს...
სიჭაბუკე არასდროს
იზომება ასაკით,
რადგან არის მთავარი
სიჭაბუკე სულისა!
თუკი ტრფობის მირონით
ავსებული თავამდის
დახვალ დედამიწაზე
ზღაპრულ მზეჭაბუკივით
საქმიანი სიტყვითა,
სიტყვიანი საქმითა,
აზრით თავისთავადით,
მაშინა ხარ ცოცხალი,
მაშინა ხარ თავადი!..
სანამ გიყვარს,სანამ გძულს,
არა გიშავს მანამდის!
***
რაც უნდა ბევრი იწვიმოს
და ღვარი ღვარზე დაქანდეს,
აის ვიქნები, ბიძილო,
რაიც ვყოფილვარ აქამდე
რაც უნდა ქარმა დაბეროს,
იჟიჟრიბანდოს, დაღამდეს,
ღმერთო და ჩემო გამჩემო,
მხოლოდ მაცოხლე მანამდე,
სანამ ჩემს გულში სიყვარულს
გარდაცვალებულს ნახავდეთ!
სანამდე ქართველს,ძირძველს და
რჯულ-რწმენით მოსულსა ქამდე,
სხვათა დაკრულის საამოდ
გასხვაფერებულს ვნახავდე,
ის მირჩევნია, სალ-ფხა-წყალს
ხელის ფრჩხილებით ვღადრავდე.
****
ვინ გაკურთხა, გრძნობავ ფარულო,
კიდეც გაარჩევს, ვის ვინ უყვარდა...
ის კი ცხადია, უსიყვარულოდ,
ვერავინ მივა მამაუფალთან!
ვინ უნდა იყოს გრძნობაჩაკლული,
რომ ვერ იცოდეს -- ისე მზებნელი,
რომ არის მხოლოდ ღვთის სიყვარული
შემძლებინები შეუძლებელის...
დასანანია, ვინც ვერ მოესწრო,
მის ტკბილ-მწარისთვის ესინჯა გემო,
რაც უნდ მოერგო, ძამიკო, ემ დროს,
ტრფობის გარეშე ვერ ახვალ ზემოთ,
სადაც ღმერთების არის სავანე,
სად ზის უფალი თავის ტახტზეო...
უსიყვარულოდ არის სამარე
შენი სიცოცხლე, შენი სამზეო!
საგვრინავი
ტიალო სამარისკარო,
მიახლოვდები თანდათან...
კაცისთვის ჟამი სამზეო
წამი ყოფილა პატარა...
დამრია სხვათა ავთვალმაც:
სად არ მიყელა, სად - არა!
ჩემმა ბედმა და იღბალმაც
სულ კინჭუხებზე მატარა
სიტკბო - სიმწარით გამკვება,
სანელად შხამიც ატანა,
გავუძლებ, თუმცა გაძნელდა
გაუძლებელის ატანა,
მაინც ვერ გამათახსირა,
მაინც ვერ გამაკანტალა...
ერთთავად ლაშარის მლოცველს
ვერას გამომრჩა სატანა,
მაინც შევძელი პირიმზის
აღქმის ღმერთამდე ატანა
და ახლა ვდგევართ პირისპირ
უფლის საუფლოს კართანა !
ირაკლი გოგოლაური