ფერით მკრთალ ბეჭებზე მკლავი გაქვს ქმარისა,
შენ ალბათ ვერასდროს, ვერავინ გაშინებს,
ვერც წვიმა _გრიგალი, სიბნელე ღამისა.დადიხარ, ბედნიერს გიყურებს ქუჩები
და კაბის კალთაზე იები გაყრია,
გიღიმის ვნებებით ნაკოცნი ტუჩები,
სულაც არ გადარდებს ჭორები ავყია.ვიდრე ხარ, მოსჩანხარ იმაზე მაღალი,
გიელავს თვალები გრძნობებით ნაკვესი,
თმები, თუ ღაწვები, ყელი, თუ ის ხალი,
რომელთაც არასდროს აკლიათ ალერსი.ვერ იტევ სიხარულს, გიხტება გულიდან,
ქმრის მკერდთან როდესაც ცერებზე შედგები,
უყვავებ, უფერებ ბავშვივით უვლი და
ძლიერი კაცის წინ არასდროს ბერდები.შენ ალბათ ვერასდროს ვერავინ გაშინებს,
ვერც წვიმა_ გრიგალი, სიბნელე ღამისა,
ამაყად მიჰყვები ხეივნის აჩრდილებს,
ფერით მკრთალ ბეჭებზე მკლავი გაქვს ქმარისა./ნანა მეფარიშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев