თუ კი არასდროს არ გიტირია,
მას ვერ გაუგებ ვინც ახლა ტირის.
თუ კი არასდროს მოგნატრებია,
როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის.
თუ ღამეები არ გითევია,
ვერ შეიგრძნობდი დადგომას დილის.
თუ სიყვარული არ გიგემია,
ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის...
თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია
ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის •••
"ისინი ძალიან ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდნენ, ხშირად მოსდიოდათ ჩხუბიცა და კამათიც, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მათ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აერთიანებდათ: სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი."