Предыдущая публикация
შემოაცვა რუხი ფერი სულის სარკეს,
ისე ძლიერ მომენატრა შენი სუნთქვა,
ეგ გრძნეული,მათრობელა კოცნა მარგე.
ტანში ჟრჟოლავს ჟინის ნდომის გიჟი ლტოლვა,
სურვილს ვერ კლავს შენი მზერა ალმაცერი,
ვნების ცეცხლში გრძნობის "თონეს" ამოგაკრა,
და,შენს გულში ტრფობის ფერფლად ვარ დამცრელი.
დავიღალე,და მინდა,რომ ჩამეხუტო,
ამომივსო ცარიელი,მშფოთი ფიქრი,
ყურში მშვიდად ჩამჩურჩულო ,მიყვარხარო,
სამუდამო სიყვარულის დავდოთ ფიცი...
მომენატრე,უშენობა კმარა აწმყოს,
დაუნდობლად წინ მიიწევს დრო და ჟამი,
მოდი,სანამ წლების თეთრი თოვლი მოვა,
და,მომავლის დაგედება "დიდი ვალი"
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев