Предыдущая публикация
როცა ორმოცჯერ დაიზამთრებს შუბლი
მწყაზარი,
მაშინ ღაწვებიც დროის ხნულით
ნაოჭდებიან,
ეგ სამოსელიც შეიქმნება ძონძი საზარი,
და სილამაზის ნაფლეთები გამოჩნდებიან.
მაშინ გკითხავენ, რა უყავი სიტურფის
სხივებს,
საით დამარხე წარსულ დღეთა საგანძურები,
შენ უპასუხებ: „სილამაზეს სამარედ მივეც
ეს ჩაცვინულნი თვალნი ჩემნი
დატანჯულები“.
შენი პასუხი შენს დაცინვად მოგეჩვენება,
არა სჯობია, მაშინ გქონდეს ყველგან
სათქმელად:
„აი, ეს არის ჩემი შვილი, ჩემი მშვენება,
ჩემი სიბერის პატიება და გამართლება“.
მემკვიდრე შეჰქმენ, რომ დაგიცხროს ეს
იარები
და სიბერეში სიჭაბუკეს ეზიარები!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев