Предыдущая публикация
ნიღბებში ჩაკლეს მშვენიერება,
ბოდიშით, მე ვარ, მე ვარ ნიღაბი
მცდარი და ყალბი ბედნიერება,
მოჩვენებითი, გულისამრევი,
მედიდურობა, ფარისევლობა,
ცხოვრების ტვირთი ვითომ მსუბუქი,
მძიმედ მხრებზე რომ გადაგედება.
და სარეცელი მიყრილ-მოყრილი
ქვეშაგებელი ძირს რომ ეყარა
მძინარემ სიზმარს რომ უთხრა უარი
და სიცხადემ რომ ბნელთან შეჰყარა.
ბოდიშით, მე ვარ, მე ვარ ნიღაბი
მცდარი და ყალბი ბედნიერება...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев