* * * * *
ზოგჯერ ისეთი ალალია შენი თვალები,
უცოდველ ცოდვებს გავურბივარ და ვემალები.
ნუ, ნუ მიყურებ ასე სუფთა ფარული მზერით,
თორემ მგონია შენ გიყვარდი ჩემი თვალებით.
იქნებ ვერ მივხვდი რას ითხოვდი, ვერც ახლა ვხვდები,
ვერ დავინახე გული შენი გრძნობებით სავსე,
ვეგოისტობდი და ვფიქრობდი საკუთარ თავზე.
ზოგჯერ ისეთი მართალია შენი სიტყვები,
მაგრამ არ მინდა დავიჯერო და გეურჩები.
დაუფიქრებლად ვაბრახუნებ ამ გულის კარებს,
მერე კი ისევ გიბრუნდები და როგორც ბავშვი,
ზღურლბთან შემდგარი ველოდები რომ მეტყვი წადის.
შენ კი ათასჯერ მობრუნებულს ისევ მამშვიდებ,
და ისევ მიღებ გულის კარებს და ეს მაგიჟებს.
ზოგჯერ ისეთი ალალია შენი თვალები,
ერთ დღესაც ალბათ ვერ გავუძლებ და შიგ დავრჩები.
დავიკარგები უსასრულოდ შენ
ისევ მარტოობამ ძილი ამირია
ჩემდა უნებურად წარსულს ვუბრუნდები
ღამემ შეანელა დილის გათენება
თითქმის ამაცალა ყველა სურვილები!
მკერდში უშენობა მიცემს გულის ნაცვლად
ვატყობ ნაწყვეტ-ნაწყვეთ როგორ ირითმები
დაისს გადაედო ფერი მეწამულის
შვებას გაემიჯნა ჩემი ტკივილები!
სუნთქვაც მეძნელება მარტო უშენობით
ფილტვი ჰაერითაც აღარ მამარაგებს
შენზე ნაოცნებარს წასვლა მიჭირს თორემ
ხალხი რას იფიქრებს უკვე არ მადარდებს!
დილა სევდიანი ცრემლებს გადამითვლის
მაგრამ შებინდება მეტად ამაყია
შენი მონატრება სიზმარს ააცალა
მთვარემ ოცნებები ზეცას მიამსხვრია!
ვეღარ გაგიმეტე წარსულს ვერ მიუგდე
შენზე ნაბოდვარი წამის გახსენება
ახლა სიბნლეში იმედს ვეხუტები
თორემ უაზროა ჩემთვის გათენება!
26/05/2017
ავტ: ინ ნი