***********************************
ღვინოს ვეძალები, შენმა სიყვარულმა
თავი შემახსენა ისევ,
ფიქრებს ვემალები, დამცა სინანულმა,
ცრემლი თვალის უპეს მივსებს.
"როგორ გალოთდაო"-ჩემზე ჭორაობენ,
ჩუმად მაყოლებენ ღიმილს,
ნეტავ სიყვარულში ვისაც ღალატობენ,
როგორ ამარცხებენ ტკივილს.
ღამის სიბნელეში მთვრალი მივბარბაცებ,
ქარი ჩამჩურჩულებს ყურში,
თუ შეურიგდები, ხვალაც გიღალატებს,
როგორც გიღალატა გუშინ.
შენი აჩრდილი დგას, სადღაც ქუჩის ბოლოს,
თითქოს პატიებას ითხოვს,
გზაზე გადადგომა არც კი მოინდომო,
ჩემთან შეხვედრას თუ ფიქრობ.
შენ რომ გყვარებოდი, მე არ დამტოვებდი,
სხვას არ ჩაიკრავდი გულში,
თასი გამოვცალე ცრემლებნაგროვები,
შენთან განშორების გუშინ.
მარინა ყიფიანი
03.02.2018

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев