წესები და პრესები
განცდები და ვნებები
ფსიქოზები სტრესები
უსიამოვნებები
კონფლიქტები უაზრო
ბრბოდ ქცეული მასები
წარმოება უბაზრო
ასტრალური ფასები
ეგოიზმი ობლური
კომუნიზმით ნასინჯი
გემოვნება სოფლური
საქციელი მახინჯი
ხალხი შიშველ ტიტველი
ვერ დამრღვევი ტაბუსი
უწმაწური სიტყვები
დაკარგული ნამუსი
და გაქრობა უკვალოდ
ზიზღთან გადახლართული
რასაც ქვია უბრალოდ
რეალობა ქართული
გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია
გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.
გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ჩემი და,
მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი.
ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან
ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.
უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია!..
(სადღაც ზარის რეკვაა. ილესება ისარი).
ჩემი სუსტი სხეული - გაწყვეტილი ძაფია,
ჩემი შემოქმედება - დედამიწის სიზმარი.
ჩემს გარშემო ბურია, ჩემს გარშემო ნისლია,
მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში.
ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია!..
აი, სწორედ ამიტომ არ ვიწამე ნუგეში.
გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გა