ციხე-ქალაქი გრემი აშენებულია მდინარე ინწობას მარჯვენა სანაპიროზე, მთაზე.შორიდან კარგად მოჩანს გუმბათოვანი ეკლესია და სამრეკლო. ააგო კახეთის მეფე ლევანმა 1565 წელს, ხოლო მოხატვა დაასრულეს 1577 წელს.
ქალაქი 3 ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა:
მთავარანგელოზთა კომპლექსი: აქ იყო სამსართულიანი სასახლე, მთავარანგელოზთა ეკლესია, სამრეკლო და ასე შემდეგ. ეს ნაწილი დამოუკიდებლად ცხოვრობდა. შემოსაზღვრული იყო გალავნით, რომელსაც კოშკები ამშვენებდა. ჰქონდა საიდუმლო გვირაბები, რომლებიც მდინარე ინწობაზე გადიოდა.
2. სამეფო რეზიდენცია: აქ იყო სამეფო სასახლეები, აბანოები და ასე შემდეგ.
3. სავაჭრო უბანი: აქ იყო დახურული ბაზარი იგივე ქულბაქბი და სასტუმრო.
XVII საუკუნეში გრემი კახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ციხე-ქალაქი იყო. 1614-1616 წლებში შაჰ-აბასის მძლავრი შემოტევებისგან ქალაქი დაეცა და სამეფო რეზიდენცია კვლავ თელავში გადაიტანეს.
XV საუკუნეში ქალაქში ციტადელის და გალავნის
ასაშენებლად მდინარე ინწობაზე ჩამომავალი ქედის მაღლობი შეარჩიეს. ამას ორი მიზეზი ქონდა.
პირველი ის, რომ ამ ადგილიდან მთელი გრემი მოჩანდა, ხოლო მეორე ის, რომ ციხის აღება ძალზე რთული იქნებოდა, რადგან ქალაქის აღმოსავლეთით და დასავლეთით განლაგებული იყო ქალაქის კვარტლები. სამხრეთიდან მდინარე ერთვოდა, ხოლო ჩრდილოეთიდან მთები.
ვახუშტი ბაგრატიონი თავის წყაროებში საკმაოდ კარგად აღწერს გრემს: ”საბუი-გრემის… წყალზედ-(იგულისხმება ახანდელი მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი.
აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, თავარანგელოზთა და არს ე მეფე ლევან დაფლული მას შინა.”
რაც შეეხება საეკლესიო კომპლექსს, რომელიც ამშვენებს ქალაქ გრემს, ეს არის მთავარანგელოზთა ანსამბლი. ამ ტერიტორიაზე აშენებულია უმშვენიერესი გუმბათიანი ეკლესია, სამრეკლოები და სხვა ნაგებობები. ეკლესიის გეგმა კვადრატულია. ეკლესიის შიდა განლაგება კლასიკურია, მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით. ეკლესია განიერი არ არის, მაგრამ საკმაოდ მაღალია, რაც მას უფრო ორიგინალურს ხდის. ეკლესიას შესასვლელი სამი მხრიდან აქვს: ჩრდილოეთით, სამხრეთით
და დასავლეთით.
Aარქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილია მრავალი მოჭიქული კრამიტი, რაც იმას ადასტურებს, რომ ადრე ეკლესია კრამიტით იყო მოპირკეთებული.
ზოგადად გრემი მეტად მნიშვნლოვანი ისტორიული ძეგლია, რომელიც კახეთს ამშვენებს და ჩვენ დიდებულ წარსულს გვახსენებს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6