მოდით, ერთად ვიცინოთ!
😂
ესენი, ეს მიკროფონიანი ჩიტკორები გარს შემოხვევიან კახა კალაძეს და ეკითხებიან: ბატონო კახი, ჩვენი ინფორმაციით, თქვენი შვილები სხვა სკოლაში გადაიყვანეთო.
კალაძემ - ჩემი შვილები რამდენიმე წელია უკვე ევროპულ სკოლაში სწავლობენო.
ამათ, ამ ჩიტკორებმა - სანქციები რამდენად იყო მიზეზი, ბავშვები სხვა სკოლაში რომ გადაიყვანეთო?
(არ აინტერესებთ, კაცი რომ ამბობს, არ გადამიყვანია სხვაგანო).
კალაძემ - ბავშვები სკოლაში დადიან, სანქციები რა შუაშიაო?
😂
ბიჯოოოოოო!
ხედავთ, რამდენგანზომილებიან უვიცობასთან გვაქვს საქმე?
ამათ, ამ მიკროფინებიან ჩიტკორებს ევროპული სკოლა ჰგონიათ ევროპაში და ევროპა ჰგონიათ ამერიკაში!
ამათი არეული დავთრების თანახმად, თუ აშშ-ის ვარაუდზე მოსიარულე ადმინისტრაციამ კახა კალაძე დაასანქცირა, მისი შვილები თბილისის ვერც ერთ სკოლაში ვეღარ ივლიან!
😂
ესე იგი, მე კიდე ზოგიერთი მეკამათება, ,,თხა და გიგო''-ს წაკითხვა საჭირო აღარ არი და აღარც ,,ვინ შეჭამა ვენახი''-ს სწავლაა აუცილებელიო.
ეგე, თუ არ არი ,,თხა და გიგო''-ს წაკითხვა საჭირო!
ეგე, თუ არ არი ,,ვინ შეჭამა ვენახი''-ს სწავლა საჭირო!
ეს მეორე შედევრი მით უფრო სასარგებლოა - ეგ რომ წაეკითხათ, ხომ ეცოდინებოდათ, რანაირად ჭამა ამერიკამ ევროპა და ევროპამ კიდე თბილისის სკოლები?
😆
,,კაროჩე'', რაააა... აი, მართლა ,,კაროჩე''!
ამათზე უკვე ვეღარ ვბრაზდები, უბრალოდ მეცოდებიან!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9