❤✊
ამ კაცისგან ბევრი რამე ვისწავლე... უპირველესად ვისწავლე ის, რომ ,,ვინც რა უნდა თქვასო, წიქსვილმა კი ფქვასო''.
რატომ უნდა ფქვას წისქვილმა მაშინ, როცა ათასნაირ სიბინძურეს და სისულელეს იგონებენ?
იმიტომ, რომ თუ ყველა მაწანწალა ძაღლს ქვით გამოეკიდები, ფინალში ვერასდროს გახვალ!
✊
როდესაც ეს კაცი პოლიტიკაში გამოჩნდა, ალბათ გახსოვთ, მიხუინები პანიკაში ჩაცვივდნენ. ერთხელ დიღმის ტრასაზე პატრულმა გააჩერა და დაუწყო ჩიჩქვნა, ეს დაარღვიე, ის დაარღვიე, ვერ გაგატარებთო. სულ ველოდებოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირზე შემსხდარ პოლიციელებს ასე მიმართავდა: ბიჭებო, მე თქვენ ჩაგაცვით, დაგახურეთ, გამოგკვებეთ, მანქანები გიყიდეთ, იარაღი მოგეცით, ადამიანებად გაქციეთ და ახლა აქეთ უმიზეზოდ მაჩერებთ?
მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ალბათ ვეტყოდი და ერთი კარგადაც გავჯორავდი. რას ჰქვია, ჩემი ნაყიდი ფორმით ,,მარიაჟობდე'' და თან აქეთ მერქინებოდე?
ამ კაცს მსგავსი არაფერი წამოსცდენია, მსგავსი არაფერი უთქვამს და... მადლობა ამისთვის!
✊
საოცარია!
მის აშენებულ ტაძარში შედიან, ლოცულობენ, სანთლებს ანთებენ, გამოდიან და ლანძღავენ.
აბა, ამაზე რა უნდა თქვას, მაგრამ შინაურობაშიც კი არაფერი დასცდენია.
ათასი ჯურისა და აზროვნების ადამიანს უპატრონა, გადაარჩინა, უმკურნალა, მოასულიერა, სიცოცხლე შთაბერა და ვინც კი მოსულიერდა, ყველამ გინება დაუწყო.
ეგეთი უმადურობა ალბათ ბუნებაში არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ჰა, არსებობს და რა გინდა, რომ გააკეთო?!
არც ამაზე დასცდენია საყვედური. შეიძლება სწყინს, შეიძლება განიცდის კიდევაც, მაგრამ არავისთვის შეუჩივლია.
✊
თეატრები გაარემონტა, ფეხზე დააყენა, ყველას წაეხმარა, მძიმე წლები გამოატარა, ბანკის ვალები დაუფარა, ღირსება და ადამიანობა შეუნარჩუნა და... ვერავინ იტყვის, რომ სანაცვლოდ რამე მოითხოვა. თუმცა მაინც ლანძღავენ, მის ჯიბეზე ჩამოკიდებულები თვის დასაწყისში ,,ნაცების'' აქციებზე დარბიან, თვის შუა რიცხვებში დახმარების ჩარიცხვას ელოდებიან. როცა ამ კაცს ლანძღავენ, ერთი არ გამოვა და არ გამოესარჩლება, პირიქით, რაღაცნაირი იდეოლოგია აქვთ - რაკი გვინახავს და პურს გვაჭმევს, მონები ხომ არ ვიქნებითო?
დიახ!
მონები ხომ არ ვიქნებითო?!
😆
მარტო თეატრები?
მარტო იქ მომუშავე ადამიანები?
არა, სპორტსმენებიც, ლიტერატორებიც და რავი, ათასნაირი ,,ღვაწლმოსილებიც''. გვარების ჩამოთვლაც შემიძლია, მაგრამ ახლა არ არი მაგისი დრო. ბოლო-ბოლო, თვითონ არასდროს დასცდენია საყვედური. კაცია და ამიტომ!
✊
ყველაფერი ჩამოვთვალო, რაც ამ ქვეყნისთვის გაუკეთებია?
ოოო... ეს შეუძლებელია, ძალიან ბევრია.
აშენებს, აკეთებს, აშენებს, აკეთებს და გაჩერებას საერთოდ არ აპირებს.
ვის შეუძლია მისი გაჩერება? არავის!
ვინც ეს სცადა, ვინც ეს განიზრახა, ზოგი ,,ვივამედში'' წევს, ზოგი უმისამართოდ დარბის, ზოგი ხონის ფსიქიატრიულშია გადასაყვანი.
ბოლო დროს ვიღაცები ატეხილან - ამდენი და ამდენი კვირაღა დარჩა მოსკოვში გაქცევამდეო. ამაზე ძალიან ბევრს ვიცინით და მოუთმენლად ველოდებით, როგორ ,,გაქცუნდებიან'' თვითონ მოსკოვებსა თუ ჩელიაბინსკებში.
😆
უკაცრავად... სიტყვა გამიგრძელდა, კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ღვაწლმოსილ ადამიანს დაბადების დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, სიკეთეს, გაძლებას და ჯანმრთელობას!
❤✊
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 23
არ გაუჭირდათ... მაინც დააბრალეს!
ყველაზე ლაკონური მაინც ეს ,,გამოლელოებული'' ტიპი აღმოჩნდა, მუდამ ,,პახმელიური'' და დაუბანელი გამომატყველება რომ აქვს და თან ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება: ისაო, ,,ქართული ოცნების'' დუმილი გასაგებია, რუსეთში დიქტატორ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე მოკლესო. ამ ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ, რუს ხალხს მიუსამძიმრონ და ნავალნის სიკვდილი გააპროტესტონო.
და მაინც... ნეტავ როგორ უნდა გააპროტესტოს ,,ქართულმა ოცნებამ'' ნავალნის სიკვდილი?
სანქციები დავუწესოთ რუსეთს?
ფრენები ავკრძალოთ რუსეთის მიმართულებით?
გაზსადენი გადავუკეტოთ?
დენი გავუთიშოთ?
ეგებ ,,ქართული ოცნების'' ლიდერებმა უბრალოდ კიკინები გაიშალონ და რუსთაველზე ნავალნის სურათებით ირბინონ?
ამ ,,პახმელიური'' გამომეტყველების ჯეელს (გვარ-სახელს ვერ ვიმახსოვრებ) გადაეცით - ნავალნის აღარაფერი ეშველება და ეგებ მოცურებული კრამიტები ...Ещёსუ ვფიქრობდი, ახლა მაინც ნავალნის სიკვდილი რანაირად უნდა დააბრალონ ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართულ ოცნებას''-მეთქი?
არ გაუჭირდათ... მაინც დააბრალეს!
ყველაზე ლაკონური მაინც ეს ,,გამოლელოებული'' ტიპი აღმოჩნდა, მუდამ ,,პახმელიური'' და დაუბანელი გამომატყველება რომ აქვს და თან ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება: ისაო, ,,ქართული ოცნების'' დუმილი გასაგებია, რუსეთში დიქტატორ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე მოკლესო. ამ ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ, რუს ხალხს მიუსამძიმრონ და ნავალნის სიკვდილი გააპროტესტონო.
და მაინც... ნეტავ როგორ უნდა გააპროტესტოს ,,ქართულმა ოცნებამ'' ნავალნის სიკვდილი?
სანქციები დავუწესოთ რუსეთს?
ფრენები ავკრძალოთ რუსეთის მიმართულებით?
გაზსადენი გადავუკეტოთ?
დენი გავუთიშოთ?
ეგებ ,,ქართული ოცნების'' ლიდერებმა უბრალოდ კიკინები გაიშალონ და რუსთაველზე ნავალნის სურათებით ირბინონ?
ამ ,,პახმელიური'' გამომეტყველების ჯეელს (გვარ-სახელს ვერ ვიმახსოვრებ) გადაეცით - ნავალნის აღარაფერი ეშველება და ეგებ მოცურებული კრამიტები გაისწორო-თქვა?!