Предыдущая публикация
გიტარად მექნა,ყველა სიმით შენთვის ავჟღერდებოდი!ქარი ვიყო,ასკინკილით უმალ დაგეწეოდი!
წვიმად ვიქცე,ყოველ დილით თავზე დაგესხმებოდი!თოვლი ვიყო,ფიფქით,თრთვილით,აღარ გაგეცლებოდი.
ვაზად რომ მქნა,უმალ,ლერწით წელზე მოგეხვეოდი..პოეტი ვარ,შენთვის ვწერდი,შენი ცქერით ვთვრებოდი..
მზედ მაქცია,ყველა სხივით,სანთლად აგენთებოდი!!ბულბულად მქნა,ყოველ დილით შენთვის ავმღერდებოდი!
წყარო ვიყო ბუნებაში,შენთვის დავილეოდი...სიცოცხლედ მქნა,გეტყვი მაშინ:მხოლოდ შენთვის ვკვდებოდი.
მამუკა უნგიაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев