Предыдущая публикация
ფიფქებმა ჩემს თავში ფიქრები არია.
რატომღაც უღმერთოდ გავედი შინიდან,
და სულიც საბრალო, დამძიმდა ძალიან.
ღმერთო, არ ვიცი ახლა სად მივდივარ,
ან რატომ ვერ ვბრუნდები იქ, სადაც მელიან.
უფალო მაპოვნინე ჩემი ბილიკები,
უშენოდ სიარული ძალიან ძნელია.
ისე სასტიკად თოვს მეორე ღამეა,
რომ უკვე სულს უჭირს სხეულის ტარება.
ღმერთო, ვის შევჩივლო, რატომ ვერ ვიპოვე,
ჩემი სავალი გზა, ჩემი ნეტარება.
უფალო მაპატიე უშენოდ სიარული,
ძალიან დავიღალე, გზები ამერია.
ღმერთო, არ ვიცი ახლა სად მივდივარ,
ან რატომ ვერ ვბრუნდები იქ, სადაც მელიან.
უფალო მაპატიე უშენოდ სიარული.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев