— მადლობას.
— რატომ?
— იმიტომ, რომ მან თავისი თავისგან გადამარჩინა.
ადამიანისგან, რომელსაც არ ეყო ძალა და სიმამაცე ჩემს გვერდით დარჩენილიყო. გადამარჩინა სიცრუისგან, ფუჭი იმედებისგან და სიყვარულის იმიტაციისგან.
მივხვდი,რომ ვინც მიდის, ის სინამდვილეში შენთან არასდროს ყოფილა. და ვინც მართლა შენია, მის გვერდით ყოფნას არ სჭირდება ძალდატანება.
ხშირად გვგონია, რომ დაკარგვა ტკივილია, მაგრამ სინამდვილეში – ეს არის გაღვიძება. გაღვიძება იმისთვის, რომ დაინახო შენი ღირებულება და არ დაუშვა, რომ ვინმემ შეგამციროს.
დღეს ვამბობ:
— მადლობა, რომ წახვედი.
შენი წასვლა ჩემი სიძლიერე გახდა. შენი არარსებობა – ჩემი თავისუფლება.
და ბოლოს მივხვდი, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი საჩუქარი, რასაც ასეთი ადამიანი გვიტოვებს, სწორედ მისი არყოფნაა.
საყვარელი ადამიანის დაკარგვა თითქოს სამყაროს დასასრულია. გგონია, რომ ყველაფერი შენს გარშემო ინგრევა, სული გტკივა და კითხვა არ გტოვებს: „რატომ?“
მაგრამ დრო რომ გადის და სიჩუმეში საკუთარ გულს უსმენ, ხვდები — ზოგჯერ დაკარგვა სინამდვილეში შენივე გამარჯვებაა.
ვინც ვერ დაინახა შენი ღირებულება, ის ვერასდროს გახდებოდა შენი ბედნიერების ნაწილი. მის წასვლაში არის შენი თავისუფლება, შენი ახალი სუნთქვა და ახალი გზა.
წასვლის შემდეგ შენში ჩნდება ძალა — ის ძალა, რომ აღარ იბრძოლო იმისთვის, რაც შენს სულს არ ეკუთვნის. იმ მომენტში იწყებ საკუთარი თავის პოვნას და ხვდები, რომ შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე ოდესმე გეგონა.
©️ ლუკასიო °

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1