ყველა მაგიდა დაკავებული იყო, ამიტომ იმ მაგიდას მიუჯდა, რომელთანაც პროფესორი სადილობდა.
როდის იყო გედი და ღორი ერთად სადილობდნენ , - ჩაილაპარაკა პროფესორმა.
რა გაეწყობა, გავფრინდები მაშინ, - უპასუხა სტუდენტმა და ადგა.
პროფესორს ეწყინა და გადაწყვიტა გამოცდაზე სტუდენტი ჩაეჭრა.
გამოცდის დღეც დადგა.
პროფესორმა სტუდენტს ყველაზე რთული ბილეთი მისცა, მაგრამ სტუდენტმა შესანიშნავად უპასუხა. პროფესორმა დამატებითი შეკითხვა დაუსვა:
მიდიხარ გზაზე, ხედავ ორ ტომარას - ერთი ოქროთია სავსე მეორე - ჭკუით. რომელს აიღებ?
ოქროთი სავსეს.
მე კი ჭკუით სავსეს ავირჩევდი.
გააჩნია, ვის რა აკლია, - უპასუხა სტუდენტმა.
პროფესორი ისევ გაბრაზდა და ჩათვლის წიგნაკში ჩაუწერა "ვირი". სტუდენტმა არც კი დახედა წიგნაკს, ისე გამოართვა და წავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ ისევ დაბრუნდა და პროფესორს მიმართა:
პროფესორო, წიგნაკში ხელი კი მოგიწერიათ, მაგრამ ნიშნის დაწერა დაგავიწყდათ!..😂😂😂😂
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1