Предыдущая публикация
და მეც ავყვები მერე.
როგორც პატარა ბავშვი,
გრძნობით გიხატავ ფერებს.
გაზაფხულს ვპარავ სურნელს,
და ყვავილებად გჩუქნი.
ეგ ღიმილია თურმე,
დღეს ჩემი გულის შუქი.
ზოგჯერ ძალიან მინდა,
მეც ყვავილებად ვიქცე.
გრძნობები რომ მაქვს წმინდა,
ყველა შენს გულს რომ მივცე.
გვირილები რომ ყვავის,
თეთრად რომ ღელავს ქარში.
მე შენ მოგიტან ყვავილს,
რომც არ ელოდო მაშინ.
ჩამისახლდები სულში,
თან შენ მათბობ და თან მზე.
ჩაგეხუტები გულში,
და ნაზად გკოცნი თმაზე.
ნუკრი მანჯგალაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев