#მერი
😍 😍 😍 😍 😍 😍 😍
-ნომერი: 10
-საჭმელი: არგენტინული კერძები, რომლებსაც დედაჩემი ამზადებს. თუმცა უნდა -ავღნიშნო, რომ მამაჩემიც შესანიშნავი მზარეულია, ის ნამდვილი პროფესიონალია.
-ფერი: წითელი
-ადგილი: როსარიო, არგენტინა. ის უბანი, სადაც გავიზარდე
-რა იქნებოდით, თუ ფეხბურთში წარმატებას ვერ მიაღწევდით: ყოველთვის ამას მეკითხებიან, მაგრამ პასუხი არ მაქვს. სულ მომწონდა და გამომდიოდა ფეხბურთის თამაში. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა ''ბარსელონასთან'' კონტრაქტი გავაფორმე.
-დილით პირველად რას აკეთებთ: შევდივარ სააბაზანოში.
-ყველაზე მეტად, რა არ მოგწონთ თქვენს საქმეში: ის, რომ ჩემი ოჯახი ჩემგან შორსაა.
-ყველაზე მეტად რა მოგწონთ: ფანების რეაქცია და ფეხბურთის თამაში.
-რას აკეთებთ, როცა სახლში ხართ: ვთამაშობ ''ფლეისთეიშენს'' ან ოჯახთან ერთად რაიმე კარგს ვაკეთებ.
-წიგნი: ხოსე ერნანდესის ''მარტინ ფიერო''.
-ფილმი: ''პატარძლის შვილი''.
-სატელევიზიო სერიალი: ''ციხის გატეხვა'' და ''დაკარგულები''.
-მთა თუ სანაპირო: სანაპირო.
-ცხოვრების მიზანი: მოვიგო რაც შეიძლება ბევრი ტიტული და კიდევ უფრო გავიზარდო, როგორც პიროვნება.
-ცხოვრება ქორწინებაში თუ მარტო: ისე, როგორც ახლა მე ვცხოვრობ.
-ცხოველი: ძაღლი.
-ბაფთა თუ ჰალსტუხი: არც ერთი, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ჰალსტუხს ავირჩევ.
-რას აკეთებთ, როცა ბრაზდებით: ბევრ რამეს. ყველაზე მეტად უსამრთოლობა და უმწეოს დაჩაგვრდა მაღიზიანებს.
-ჩვევა: სველი თმით თამაში.
-თქვენი უარყოფითი მხარე: ძალიან მორცხვი ვარ.
-რას ცდილობთ: ყოველდღე ვცდილობ, უკეთესი ადამიანი ვიყო.
-მწარე თუ ტკბილი: ტკბილი
-სტადიონი: სავსე ‘’კამპ ნოუ’’.
-დასამახსოვრებელი მომენტი: პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2009 წელს, მაშინ ამ ტურნირის დასკვნით მატჩში დებიუტი მქონდა.
-რას გრძნობდით, როცა პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი გქონდათ: ეს მშვენიერი იყო. მე მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს რონალდინიოსთან, დეკუსთან, სამუსთან.... საოცარი მომენტები იყო. კვლავაც მახსოვს, რას აკეთებდა რონალდინიო, რა უნდოდა მას ჩემგან. კლუბში მოსვლის დღიდან, ვცდილობ მოვუმატო. მე ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ თუნდაც მინდოდეს კლუბის დატოვება არ შემიძლია და ამის არც სურვილი მაქვს.
-ხორცი თუ ბოსტნეული: ორივე. საქონლის ხორცი და სალათი.
-საიდუმლო: არ მაქვს.
-რა დაკარგეთ ამ ხნის განმავლობაში: მხოლოდ ის, რომ ოჯახისგან შორს ვარ.
-ზაფხული თუ ზამთარი: ზაფხული.
-ვისთან ერთად იცხოვრებდით უკაცრიელ კუნძულზე: ოჯახთან ერთად.
-სიმღერა: არ მაქვს რჩეული სიმღერა. ბევრი მომწონს.
-ფეხბურთელი: დიეგო მარადონა.
-რას ეტყვით იმათ, ვინც დიეგოს გადარებთ: მათ არ უნახავთ მისი თამაში.
-როგორი იყო მასთან პირველი შეხვედრა: ეს წარმოუდგენელი იყო. ის უნიკალურია. მე, მამაჩემი და ბიძაჩემი ოთახში ვიყავით. უბრალოდ ვსაუბრობდით, როცა კარი გაიღო და დიეგო შემოვიდა. ის არაფერს ითხოვდა ჩვენგან. შემდეგ სურათი გადავიღეთ.
-საყვარელი შოუ: რონალდინიოს შედევრები.
-ყველაზე ცუდი მომენტი: ტრავმა.
-ყველაზე კარგი მომენტი: ბევრი. სხვადასხვა ტიტული ‘’ბარსასთან’’ ერთად, ასევე ოლიმპიადის მოგება არგენტინის ნაკრებთან ერთად.
-ტურნირი: მსოფლიოს ჩემპიონატი.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев