იმედია არ დაგეზრებათ წაკითხვა
#ანჟი
😱 😱 😱 😱 😱 😱 😱
ჰიურემ სულთანი (ოსმ. , თურქ. Hürrem Haseki Sultan), ევროპაში ცნობილია როგორც როქსოლანა..ნამდვილი სახელი უცნობია, ლიტერატურული ტრადიციის თანახმად ნამდვილი სახელია ანასტასია ან ალექსანდრა გავრილის ასული ლისოვსკაია; ოსმალეთის სულთნის სულეიმან I დიდებულის ხარჭა და შემდეგ მეუღლე, ჰასეკი, სულთან სელიმ II-ის დედა.
ინფორმაციები ჰიურემის წარმოშობის შესახებ საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ჰიურემის ჰარამხანაში მისვლამდე დოკუმენტური წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა საკმაოდ ბევრი ლეგენდა და ლიტერატურული ვერსია არსებობს მისი წარმოშობის შესახებ. ჰიურემის თანამედროვე ისტორიული დოკუმენტები არ შეიცავენ ცნობებს მისი ბავშვობის შესახებ და მხოლოდ მისი რუსული წარმომავლობის ხაზგასმით იფარგლებიან.
ყირიმელი თათრების მიერ ერთ-ერთი დარბევის დროს გოგონა ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე გაყიდვის შემდეგ აჩუქეს სულეიმან I-ს, რომელიც იმ პერიოდში იყო ტახტის მემკვიდრე და მანისაში ჰქონდა ჰარამხანა. არ არის გამორიცხული, რომ მას საჩუქარი მიუძღვნეს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. ჰარამხანაში როქსოლანას უწოდეს ჰიურემი. ამ პერიოდისათვის იგი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 15 წლის.
მცირე ხანში მან სულთნის ყურადღება მიიქცია. სულთნის საყვარელმა, შეჰზადე მუსტაფას დედამ მაჰიდევრანმა მასზე ეჭვიანობაც კი დაიწყო. 1521-1531 წლებში ჰიურემსა და სულთანს შეეძინათ 6 შვილი: მეჰმედი, მიჰრიმაჰი, აბდულა, სელიმი, ბაიაზიდი და ჯიჰანგირი.
1534 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანის დედა აიშე ჰაფსა სულთანი. მისი გარდაცვალების შემდეგ როქსოლანა ოფიციალურად გახდა სულთნის მეუღლე.
ჰიურემ სულთანის ინიციატივით სტამბოლში აშენდა ბევრი მეჩეთი, აბანო, 2 მედრესე და ქალთა საავადმყოფო.
აია სოფიასა და სულთან აჰმედის მეჩეთს შორის, სულთან აჰმედის პარკში მდებარე ჰიურემ სულთანის აბანო 1556/57 წლებში ჰიურემ სულთანის ბრძანებით შექმნა სულთნის კარის ხუროთმოძღვარმა სინანმა. ერთსართულიანი მოგრძო შენობა ადვილი საცნობია თავისი მოწითალო–სპილოსძვლისფერი ფასადითა და რამდენიმე მცირე გუმბათოვანი სახურავით. აბანო აქტიურად გამოიყენებოდა 1910 წლამდე. შემდეგ ზუსტად ერთი საუკუნის განმავლობაში ჯერ საწყობის, შემდეგ კი ხალიჩების საგამოფენო სივრცის ფუნქციას ასრულებდა. 2010 წელს მას დაუბრუნდა თავისი უწინდელი ფუნქცია.[12].
მასზე შექმნილია უამრავი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოები, დადგმულია რამდენიმე სპექტაკლი, გადაღებულია 3 სერიალი : „როქსოლანა“ (უკრაინა, 1996–2003 წლები), „ჰიურემ სულთანი“ (უკრაინა 2008 წ.) და „დიდებული საუკუნე“
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев