ანკარგი რა ნახაო ან ცუდი რაიმეო
მარტოდ დადიოდა ალბათ სიკვდილს გრძნობდა
და რომ მომკვდარიყო ალბათ ასე სჯობდა.
ზამთარს დახეული შარვლით დადიოდა
ფეხზე რაღაც ეცვა ლანდი გასდიოდა
დახეტიალობდა ქუჩას ამძიმებდა
გამელელ გამოვლელი ყველა აგინებდა.
თვალები ქონდაო გიჟურად არეული
ღამეც დადიოდა თურმე მთვარეული
თურმე სუსტი იყო სუსტი გალეული
ალკოჰოლის სუნად ყარდა დალეული
უი რასამბობო ნუთუ მართლა მოხდა
გუშინ დავინახე და რაგადროს მოკვდაო
სიკვდილი მერჩივნა მაგის დანახვასო
ნეტავ მაგუბედურს ვიღა დამარხავსოი
ბოლოს დავინახე ქუჩის ბოლოს იჯდა
ცხელი ქურქი ეცვა მგონი სულ გაგიჟდა
შუა ზაფხულია ოფლად იღვრებოდა.
თანაც ბუტბუტებდა არც კი იღლებოდა.
თურმე მათხოვრობდა ხელგამოწვდილიო
იმასაც ამბობენ ყოლია შვილიო
მაგრამ მამაშვილი ვეღარ ეწყობოდა
მიტო მათხოვრობდა ამკაცს ეტყობოდა
ეს ორი წელია ქუჩაში აგდიაო
მის შვილზე ამბობენ მაგარი ნაგლიაო
თურმე მაგრად ცემდა შვილი თავის მამას
ემუქრებოდა რომ დაარტყავდა დანას.
ერთ დღეს ისე ცემა მუხლებზე დააგდო
მერე სისხლიანი სახლიდან გააგდო
წვიმიან ამინდში თოვლიან ქარებით
ასე მათხოვრობდა სევდიან თვალებით
თუ არ ადარდებდა მამა თავის შვილსო
ვიზე ვლაპარაკობთ დროის კარგვა ღირსოი
ჩამოძენძილი და შარვალ ნათხოვარი
ჭირსაც წაუღია ვიღაც მათხოვარი
ერთსაც დავამატებ გული ამიძგერდა
თუმცა ლაპარაკი მასზე გაგვიგრძელდა
ომში მსახურობდა თურმე ხუთი წელი
იქვე დაუკარგავს ის მარცხენა ხელი
სახლში რომ დაბრუნდა ის უკვე ცალხელა
შვილს ტვირთი დააწვა ოჯახში რამხელა
რაში სჭირდებოდა მისთვის მომცდარიყო
ქუჩაში გააგდო სადმე მომკვდარიყო.
ისევ აგძელებენ უი საცოდავი
გუშინ დაღუპულა თურმე მათხოვარი
თანაც იცინიან ჰა ვის მისტირიო
მაგის სიცოცხლეს ხომ ჯობდა სიკვდილიო
თუმცა ყველაფერი ასე არ მთავრდება
რაღაცა თეთრდება რაღაცა შავდება
კვლავ ზამთარი მოვა კვლავაც აცივდება
როცა მამისათვის შვილი გაცივბდება.
როცა გვიჭირს ხომე ღმერთს ვთხოვთ დახმარებას
როცა გვეწყინება ამდროს გახარებას
თუარ გვისრულდება რამე სათხოვარი
ვრჩებით ნაწყენები როგორც მატხოვარი.
მათხოვარს წყინდა რომ შვილმა ვერ გაუგო
პატარა ნატეხი პური ვერ გაუყო,
ჩვენ კი ღმერთისაგან რაუნდა გვეწყინოს
რაცარუნდა იყოს როგორცარ გვეტკინოს.
როცა შენსას წირავ საწყენი ესარი
გუშინ მათხოვრობდა მკვდარი კი დღესარი
უფალი კი არჩევს ცუდსაც და კარგებსაც
გულს გვაძლევს, გონებას, ფიქრსაც, და დარდებსაც.
ამით არაფერი აღარ შეიცვლება
შვილი კარგად იყოს ეგეც შეიდძლება,
და ისიც მოკვდება ყველა როგორც კვდება.
უფლის წინ წარსდგება ისე როგორც ხდება... :(((
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
სასაფლაოს გზას გაუყვება მოხუცი ჩუმად...
იქ მიდის სადაც... სიყვარულმა დაიდო ბინა...
წლების მანძილზე... ნასათუთარ... ცოცხალ სიყვარულს...
ახლა საფლავზე დაიტირებს... ცრემლები წმინდად...
მთელი სიმძიმით დააწვება... ეს მარტოობა...
გულში რამდენი მოგონება... ტკბილდება ტკბილად...
რას გაიფიქრებს ყოველ ღამით... ნეტავ ძილისწინ...
ალბათ ღმერთს შესთხოვს... მეუღლესთან გაუყოს მიწა...
რამდენჯერ ჩუმად გაიპარა სასაფლაოზეც...
იქნებ უნდოდა... რომ ხმამაღლა... მოთქმით ეტირა...
ვინც ასე გულით... ამდენი წლის ამაგი იყო...
და მისთვის უცებ... ხელებიდან გამოეცილა...
ღმერთო!!!... დალოცე... დაულოცე სიბერე მოხუცს...
ბევრჯერ მივიდეს... სიყვარულის საფლავთან გზიდან...
და მისი ხელით... წაქცეულმა ჭიქამ ღვინისამ...
ნათელი მისცეს... მის სიყვარულს... ამა ქვეყნიდან...
/მხია კაჯილაშვილი/