გათოშილ თითებს, დეკემბრის ლოდინს, შემოსჩენია ნაცნობი სევდა, რა ენაღვლება თოვლს, თოვლი მოდის, თოვლი ბრმაა და ვერაფერს ხედავს. ვერ ხედავს, გული ფუჭად რომ დაშვრა, ვერ ხედავს, როგორ აცივდა გულში, თოვლმა რა იცის, ჯერ კიდევ ბავშვმა, შენ სხვა გრძნობით რომ თბებოდი გუშინ... რომ დავრჩი ჩემი ტკივილის მიღმა, თოვლმა რა იცის, მაშინაც თოვდა, გულმა რომ დაგთმო და მთელი ის დღე, შეციებული ჩიტივით თრთოდა. დგას კართან თოვა და თითქოს მელის, რომ ამედევნოს მარტოსულს გზებზე, და როგორც შენი დაღლილი ხელი, გაუბედავად მეხება მხრებზე. მეხება და სულს ტკივილით მივსებს, გაყინულ ცრემლებს ვერ იტევს თვალი, ითოვოს, ნეტავ, ითოვოს ისე, რომ სუყველაფრის წაშალოს კვალი! ახლაც ხომ თითქოს იგივე დარდად, მოვიდა თოვლი და ხვალაც მოვა, აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს და რამე სიგიჟეს ჩაიდენს თოვა. და ყველა ფიფქი ფეთქავს გულივით, და ფარავს ქუჩებს - მომცველი ყოვლის, ჩემი შენდამი სიყვარულივით, საბედისწეროდ შეშლილი თოვლი...
Комментарии 12
შემოსჩენია ნაცნობი სევდა, რა ენაღვლება თოვლს, თოვლი მოდის, თოვლი ბრმაა
და ვერაფერს ხედავს. ვერ ხედავს, გული ფუჭად რომ დაშვრა, ვერ ხედავს, როგორ
აცივდა გულში, თოვლმა რა იცის, ჯერ კიდევ ბავშვმა, შენ სხვა გრძნობით რომ
თბებოდი გუშინ... რომ დავრჩი ჩემი ტკივილის მიღმა, თოვლმა რა იცის, მაშინაც
თოვდა, გულმა რომ დაგთმო და მთელი ის დღე, შეციებული ჩიტივით თრთოდა. დგას
კართან თოვა და თითქოს მელის, რომ ამედევნოს მარტოსულს გზებზე, და როგორც
შენი დაღლილი ხელი, გაუბედავად მეხება მხრებზე. მეხება და სულს ტკივილით
მივსებს, გაყინულ ცრემლებს ვერ იტევს თვალი, ითოვოს, ნეტავ, ითოვოს ისე,
რომ სუყველაფრის წაშალოს კვალი! ახლაც ხომ თითქოს იგივე დარდად, მოვიდა
თოვლი და ხვალაც მოვა, აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს და რამე სიგიჟეს ჩაიდენს
თოვა. და ყველა ფიფქი ფეთქავს გულივით, და ფარავს ქუჩებს - მომცველი
ყოვლის, ჩემი შენდამი სიყვარულივით, საბედისწეროდ შეშლილი თოვლი...
უღმერთო ლოდინს,
გელოდები, მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ ერთხელ მოდი,
განა მინდა გული გთხოვო,
სიყვარული გთხოვო,
მხოლოდ ერთხელ დამენახე,
თვალს შეგავლებ მხოლოდ...
მერე წადი, ისე წადი, რომ
არ გამახსენო,
მე ვინ ვიყავ, შენ ვინ იყავ
და ვინ დავრჩით ბოლოს,
ჩუმად თვალზე ცრემლს შევიშრობ,
დაგილოცავ გზა-კვალს,
და არავის არ გავუმხელ,
ჩვენს სევდიან ზღაპარს...