”არსენალი” იმედს არ კარგავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ შეძლებენ ყოფილი კაპიტნის, რობინ ვან პერსის დაბრუნებას, რომელმაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ განიხილავს ”ოლდ ტრაფორდის” დატოვების შესაძლებლობას.
ამ ყველაფერთან ერთად, სულ უფრო რეალური ხდება, რომ ჰოლანდიელი სენსაციურად დაბრუნდება ჩრდილოეთ ლონდონში-ვენგერი უკვე შეხვდა პერსის აგენტს! ამასთანავე, ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა კლუბის დირექტორატთან ფინანსურ მხარეზე, რომლითაც რობინის ტრანსფერი გაიჩარხება.
არსენს სჯერა, რომ შეძლებს მოთამაშის £24 მილიონზე ნაკლებად(”იუნაიტედმა სწორედ ეს თანხა გადაიხადა ”მეთოფეთა” ყოფილ კაპიტანში) შეძენას, ხოლო ვან პერსის ჯამაგირი, ანუ კვირაში £200 000 უცვლელი დარჩება.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев