"იუვენტუსი" აპირებს £18 მილიონად შეიძინოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ლუიშ ნანი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფეხბურთელი მუხლის ქვედა მყესის დაზიანებას მოირჩენს, წერს სტივ ბეითსი Sunday People-ში.
"იუნაიტედის" მოთამაშეს ტრავმა სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ მოურჩება, მაგრამ იტალიელებს იმედი აქვთ, რომ ლუიში შეძლებს უმალვე ფორმის აღდგენას, ხოლო დევიდ მოიესი არ ისურვებს კლუბში თავნება პორტუგალიელის გაჩერებას.
27 წლის ნანიმ სექტემბერში ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა "წითელ ეშმაკებთან", მაგრამ ამან საბოლოოდ სარგებელი არც ერთ მხარეს არ მოუტანა.
2007 წელს, ლისაბონის "სპორტინგიდან" £22 მილიონად შეძენილმა ვარსკვლავმა, ვერ შეძლო "ოლდ ტრაფორდის" მაყურებლის გულის მოგება და კრიშტიანუ რონალდუს სრულფასოვანი შეცვლა.
სატრანსფერო ფანჯარა მომავალ თვეში გაისხნება და მოიესი მზად არის ნანის შეელიოს. მას "ბებერი ქალბატონიდან" ყოფილი "მანკუნიანელის", პოლ პოგბას გუნდში დაბრუნება სურს, თუმცა დევიდი არ მალავს, რომ თავადაც ეეჭვება ის, რომ "იუვენტუსი" ფრანგს შეელიოს.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев