"ყველაზე ლამაზი, ყველაზე დიდი და ყველაზე გამორჩეული სტადიონი, რომელიც ოდესმე ჩემს თვალებს უნახავს. მას მსოფლიოში ვერაფერი შეედრება. ეს მანჩესტერისთვის ღირსება და ფეხბურთელების კი სახლია. ამ სტადიონის დახმარებით ისინი საოცრებებს მოახდენენ" - სპორტული ქრონიკა, 1910 წელი.
ეს სიტყვები ითქვა 1910 წელს, "ოლდ ტრაფორდის" გახსნით პრეზენტაციაზე. ამ დღეს ფეხი პირველად შემოაბიჯეს "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ახალ "ოცნებების თეატრში".
სტადიონი 1909 წელს აშენდა. ამ საოცრების შექმნაში იმ დროისთვის ასტრონომიური თანხა 60 ათასი ფუნტი დაიხარჯა. ის გათვლილი იყო 80 000 მაყურებლისთვის. მისი არქიტექტორი კი ახლდათ ცნობილი შოტლანდიელი დიზაინერი არჩიბალდ რეინი. 1911 და 1915 წლებში აქ პირველად ჩატარდა FA-ს თასის ფინალები, ხოლო 1920 წელს "ასტონ ვილასთან" მატჩისას დამყარდა დამსწრე მაყურებელთა ახალი რეკორდი, იმ დღეს "ოლდ ტრაფორდმა" 70504 კაცი მიიღო. 1939 წელს FA-ს ნახევარფინალში რეკორდი გაუმობესდა, ამჯერად სტადიონს 76962-მა კაცმა უმასპინძლა. მეორე მსოფლიო ომი "ოლდ ტრაფორდისთვის" უმძიმესი დრო გამოდგა. სტადიონი რამოდენიმეჯერ დაიბომბა, ხოლო კლუბს საშინაო მატჩების ჩატარება სხვადასხვა ახლოს მდებარე მცირე ზომის სტადიონებზე უწევდა. ომის დამთავრებისას სტადიონის განახლება მოხდა, ხოლო 1966 წელს "ოცნების თეატრმა" მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
90-იან წლებში დაიწყო სტადიონის გაფართოება და დახვეწა. სტადიონმა სიმაღლეში 60 მეტრს მიაღწია, ხოლო დამატებული კონსტრუქციების წყალობით 56000 მაყურებლის მიღება შეეძლო. 2000 წელს მოხდა მეორე ტრიბუნის გაფართოება, რამაც შედეგი დასახულისამებრ გამოიღო და დამსწრეთა რაოდენობა ჯერ 61000-ამდე, ხოლო შემდეგ კი 75000-ამდე გაზარდა. "ოლდ ტრაფორდმა" ასევე უმასპინძლა ევრო 96-ის ნახევარფინალს, ხოლო დღემდე უკვე ტრადიციად ექცა FA-ს ნახევარფინალების მასპინძლობა. 2002-2003 წლებში კი პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩატარდა. მომავალში სტადიონზე იგეგმება რამოდენიმე ფრთის რეკონსტრუქცია, რაც არქიტექტორთა ვარაუდით, დაახლოებით 91-95000-ამდე გაზრდის "წითელების" დამსწრეთა რაოდენობას.
რთულია "ოლდ ტრაფორდის" უფრო მოკლედ დახასიათება, ვიდრე ეს ბობი ჩარლტონმა შეძლო: "ოლდ ტრაფორდი მთელი ინგლისის სიამაყე და შესაფერისი სახლია მსოფლიოში საუკეთესო კლუბისთვის."
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев