18/08/2013.
რობინ ვან პრსი, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა, თვლის რომ, მოქმედი ჩემპიონებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე იყო და გუნდმა დაამტკიცა, რა შეუძლია.
"დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო" აღნიშნა ჰოლანდიელმა Sky Sports - თან ინტერვიუში. "არავის სურს სეზონის პირველი შეხვედრის დათმობა. ვთვლი რომ კარგად ვიასპარეზეთ, გუნდში ყველა შესანიშნავი იყო და გულდასმით მუშაობდნენ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველი 15 წუთი "სუონსი" ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ პირველმა გოლმა შეცვალა თამაშის მიმდინარეობა, ხოლო მეორე გოლმა, რომელიც მალე მოყვა პირველს, ჩვენ მოგვიტანა საკუთარი თავის რწმენა. "
ვან პერსიმ, რომელმაც უკვე გაიფორმა 2 გოლი საკუთარ აქტივში ინგლისის სუპერთასზე "უიგანთან" შეხვედრაში, აგრძელებს თავისი მნიშვნელობის დამტკიცებას "იუნაიტედისთვის" , გაიტანა რა კიდევ ორი გოლი, რითაც გამარჯვება მოაპოვებია "წითლებს"
"ჩემი პირველი გოლი გავიტანე გიგზის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ," განაცხადა რობინმა. "ამ მომენტში მე მომეჩვენა, საკმაოდ უხეშად მივიღე ბურთი. ამისგამო მე დამჭირდა მაქსიმალური მობილიზება, რათა მიმეღწია სასურველი შედეგისთვის. რაც შეეხება მეორე გოლს, მან ცოტათი ქუჩის ფეხბურთი გამახსენა! "
რობინმა კითხვაზე: თვლის თუ არა მის გოლს თამაშში საუკეთესოდ, განაცხადა: "შეხვედრის მეოთხე გოლი, რომელიც დენი ველბეკმა გაიტანა, იყო აღმაფრთოვანებელი. რომელი გოლი იყო საუკეთესო ? საკამათო საკითხია !"
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев