"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა მადლობას უხდის მის ყოფილ მენეჯერს სერ ალექს ფერგიუსონს გაწეული , მხარდაჭერისთვის მძიმე პერიოდში.
როდესაც დე ხეა "მანჩესტერში" გადავიდა და იქ თამაში დაიწყო, ძალიან მძიმე პერიოდი ჰქონდა. თუმცა, სერ ალექსი დაეხმარა მას ყველა სირთულის დაძლევაში.
დე ხეა გრძნობს ვალდებულებას ფერგიუსონის მიმართ, რომელიც პენსიაზე გავიდა.
"რწმენა, რაც მან ჩემდამი მუდმივად გამოავლინა, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ყოველთვის მხარს დავუჭერ ფერგიუსონს. ალბათ მისი რწმენა ჩემთვის იყო მიზეზი, რის გამოც პროგრესი გავაგრძელე. ის მართლაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის."
"სეზონის დასაწყისი ცოტა მძიმე გამოდგა. მე ხომ ახალ ქვეყანაში, ახალ ლიგაში გადმოვედი, სადაც ფეხბურთის სტილი განსხვავებულია. ამიტომ გამიჭირდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ ორი წლის შემდეგ, მართლაც ყველაფერი შეიცვალა. ახლა ვგრძნობ, რომ სახლში ვარ." - აცხადებს დე ხეა მიცემულ ინტერვიუში.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев