ზღვის ნაპირზე 03.09.2014. ჩაძინებული ყურს დავუგდებ ტალღების ლივლივს, პალმის ხანჯლები დამყურებენ, კლდეები დგანან. ჩემი მირაჟი ლოდებიან ნაპირზე ივლის, კვლავ იშრიალებს თოლიების რძისფერი ყანა. ასე მშვიდი და ნებიერა ვიღიმი ისე, გული ეტკინოს არასოდეს არავის თითქოს... ქვიშაზე ფეხის ადგმას ვსწავლობ ჩვილივით, ისევ, რომ ჰორიზონტზე შევეზარდო მეწამულ დისკოს. ზვიად მეფარე
სარკაზმის კეტი 05.10.2016. ვეღარ დამღალა კეთილი ხალხის მუდმივმა "დიახმა", სარკაზმის კეტი მამონას კივილით ზურგზე მიახმა. ხან მაკანკალებს წვრილმანზეც, ხან ვერაფერი მარისხებს, ხან თვალში ვიმჩნევ ვერც დირეს, ხან ვზომავ ეკლის ხარისხებს. ვდევნი, ვინც უნდა მიყვარდეს, ვისაც ვუყვარვარ, ამავე დროს და შედეგის ბრჭყალები მდევნელის თვალებს ნამავენ... ყოვლად აბსურდულ ნაწერებს ვიღაცა ხელში მაჩეჩებს; არ ვიცი, როგორ დავაღწევთ უგემოვნობის საცეცებს! დღეს "ლექსი" არის მოთხრობა! მუსიკა ყასბებს მიანდეს, უკვე თაობა ემსხვერპლა "განწმენდის" მკვლელ კორიანტელს!... იმედს ვიტოვებ: დრო ყველას მიუჩენს თავის "სავარძელს", გამძღარმა თქვლეფა შეწყვიტოს, ლუკმა ჩვენს ჯამში ჩავარდეს! ზვიად მეფარე
  • Класс
ირიბი გზები 01.10.2016. ხშირად ვუსმენ ღამის წიწკიკს... საათია ბუს კივილი ერთხელ სამოც წუთში ყოველ... ბნელმა ხმაში მწუხრი ვეღარ ჩაატია, დედაბრები ცისარტყელით ნათელს ქსოვენ. მღერის ღელე, ხის ხითხითი ტყეში დადის, მღერის, მაგრამ სულ ავს ისმენს ავი ყური, მინდა, სულში სამუდამოდ ჩავდო ხმად ის თვითგარიყვა, კრიტიკა და ალიყური, რომ ვიმეტებ ჩემთვის... ისევ ლანდებიან ოთახს ვეძებ – კარგად მხოლოდ იქ ვარ, რადგან ის წუთები მსახურები ბრძანდებიან და მბრძანებლის შესაფერის სცენას დავდგამ. მე არაფრის მოლოდინში დავილევი, მე გავკვალე ის გზა, სადაც ნაოჭები ჩამითრევენ, როგორც ფუტკარს ყვავილები, მაგრამ მაინც ირიბ გზებს ვექაოსები. ზვიად მეფარე
  • Класс
სულო, არასდროს დაღამდე 27.09.2016. საღამო ისე მოვარდა, მოსწრება უნდა წიოკის, სივრცე გაწითლდა: ელავენ ფოთლები კარალიოკის. სერაფიმების ნაკურთხი ცა თითქოს სარაფნებიან ხალიჩას გავდა და თითქოს კლდეებიც ბარაბნებია! იტევს სიჩუმე უამრავ წვალებას! უკვე ცა ტირის, მზარავს ხმა, როგორც თვალები გესლით დაჭრილი ნადირის! ხმელმა ფოთლებმა გამართეს საშემოდგომო ბალეტი, ხევში ვეძებდი სიკეთის კეტებით ნეკნებდალეწილ სიძულვილს, რადგან მომეკლა მასში სიცოცხლის უფლება... ვწუხვარ, რომ სხვისი ჭირისას სახეც კი არ ეღრუბლება! მჯერა, რომ არ ძულს ყოველი თვითონ უდაბნოს მორიელს... საქები საქმით მივანდოთ საწერი მეისტორიეს, თორემ მართალი შვილების არ გვეღირსება გაგება (დრო გამოაჩენს, ბოროტის ბეჭედით ვინ იდაღება) სა
ზღვაური 19.09.2016. შლის მეზღვაური სწრაფად ლურჯ აფრებს, ზღვა დაცხრა, ტალღა მშვიდად მიმოდის. სულს დაღლილობა შიმშილს უმძაფრებს, მთვარეს ფერი აქვს უკვე მიმოზის. ბრგე კაპიტანი დადის გემბანზე, სიკვდილი აქ სურს, ის არსად წავა, ზღვა არის მისი ოქროს ემბაზი, ის ზღვას არ ეძებს – ის ზღვაა თავად. კაიუტებში დაღლილ მატროსებს ნახავდით. იწვნენ ისინი დაბლა, სულ სხვა მიწაზე და სულ სხვა დროში ცხოვრებამ მათი იღბალი დაფლა. ჩვენ მივდიოდით, ისე ჯიუტად, როგორც ეგრისში ვაზის ჯვრით ნინო, ისევ დაუკრა ზღვამ ეტიუდი, რომ კვლავ ბობოქარ ტალღებს გვასმინოს. იქით არ არის, რასაც ვეძებდით, არ შემიძლია, მორევს შევება! ვიღაც გვამწყვდევდა ღამის მხეცებთან, იქ, სადაც დევებს თქვლეფდნენ დევები. კვლავ მივდიოდით... გემმა შეც
შორს მიწიდან 15.09.2016. გადავიჩეხე ხევში კინაღამ! რეალობასთან ვერ ვიტან კავშირს, მე ერთხელ ნანახს მუდამ ვინახავ ლექსებში, სულში, გულში და თავში. მარადიული ყოფა მაბოდებს; ძალიან შორს ვარ ალბათ, მიწიდან, აზრი მოასკდა ღრმა კალაპოტებს და უჯრედებში შემოიზიდა. აზრის სიჩქარე, სხივებს რომ ასწრებს, უძველეს კლდეზე კიდია ჯაჭვით... სიტყვებით ვაგებ მწვანე მონასტრებს და შავ სასახლეს! არ გინდათ? დაწვით. ზვიად მეფარე
  • Класс
თეთრი სული 11.09.2016. ვებრძვი ხილვებს კოშმარულს; ბრუნდებიან ნავები (ყირამალა და არა სახლში) მოდის მხეცური ცეცხლის თავსხმა, დემონის ხორხში ნაღავღავები, გადარჩენის ინსტიქტმაც ღრმა ჭაობში შეცურა. ვეძებ სარკეს სალეწად, მეწამლება ჰაერი, ვერ ვეტევი მიწაზე, გალაქტიკაც მცირეა... სად წავიდე? არ მინდა სუნთქვა არანაირი, მე ვწერ სიკვდილს... კალამი ლამის გადაირია! მინდა ჯვარი, ლურსმნები, სისხლი! მთა სულერთია, ბნელ ცხოვრებას რა ვუყო? რა უდროოდ ვბერდები!... სახრჩობელად დამეწნეს ფარსი წარსულეთი, ან თეთრი სულით აივსოს შეწეული ფერდები! ზვიად მეფარე
ფიგურები 11.09.2016. ხშირად ვფიქრობ, რომ გავდივარ პალატებს, გრძელ დერეფნებს, მოვერცხლისფროდ შეღებილს... წარმოსახვა ვიცი, არ მიღალატებს: მე ხანდახან მოჩვენებებს ვეხები! კაცის ფორმის ჰაერი კი მიყურებს, მძაფრხმოვანი, მკაცრი, როგორც ენგური... ასე ამსხვრევს პოეზიის ფიგურებს სიწყვდიადე, თითქმის თემურლენგური. ყველგან მახე, ყველგან ბოღმის გისოსი, ვერ ვჩერდები დაწესებულ ნიშანთან! სადღაც გარბის მეფე ოიდიპოსი და გზადაგზა ჯანმრთელ თვალებს იშანთავს. ზვიად მეფარე
  • Класс
ხმები 06.08.2016. ხმებს უხდებათ ახირებულ ხეივნებში დიდხან ხოხვა, უხმარ მახვილს – ლხინის ტახტი, მუხის ხახას – ქოხი ხევში, ფრთხვინავს ხარი, ხვრინავს ხერხი, ქარიშხალი – ახარხარდა, არახრახდა ხარახურა, რიხით ხმება რუხი ცაცხვი, ფეხაკრეფით ხეტიალობს მოცახცახე ხორცის ხროვა, ურჩხულ ხეზე გათხოვილა უხმაურო უთხოვარი, მერცხლებს ახსოვთ დახორკლილი გაზაფხულის შეძახილი, ბუხარს დახრავს ცეცხლის მეხრე, დახრილ ვენახს – ხეპრეს ხორხი, ვუხმატკბილე რუხ ხარიხებს, ჩარდახს ციხე შევუხამე, ხვალ ხაროში გამახარებს მეხამრიდზე ხრიკის ხვავი, მხრები ამიმხედრდებიან, დახატავენ ხატს ხელები, თიხის ჩიხებს ახითხითებს ნახევარი მენახირე, კოლხი ხურო ახარისხებს ხეირიან ხარაჩო
  • Класс
Показать ещё