Предыдущая публикация
10.2016.
ვეღარ დამღალა კეთილი ხალხის მუდმივმა "დიახმა",
სარკაზმის კეტი მამონას კივილით ზურგზე მიახმა.
ხან მაკანკალებს წვრილმანზეც, ხან ვერაფერი მარისხებს,
ხან თვალში ვიმჩნევ ვერც დირეს, ხან ვზომავ ეკლის ხარისხებს.
ვდევნი, ვინც უნდა მიყვარდეს, ვისაც ვუყვარვარ, ამავე
დროს და შედეგის ბრჭყალები მდევნელის თვალებს ნამავენ...
ყოვლად აბსურდულ ნაწერებს ვიღაცა ხელში მაჩეჩებს;
არ ვიცი, როგორ დავაღწევთ უგემოვნობის საცეცებს!
დღეს "ლექსი" არის მოთხრობა! მუსიკა ყასბებს მიანდეს,
უკვე თაობა ემსხვერპლა "განწმენდის" მკვლელ კორიანტელს!...
იმედს ვიტოვებ: დრო ყველას მიუჩენს თავის "სავარძელს",
გამძღარმა თქვლეფა შეწყვიტოს, ლუკმა ჩვენს ჯამში ჩავარდეს!
ზვიად მეფარე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3
ვეღარ დამღალა კეთილი ხალხის მუდმივმა "დიახმა",
სარკაზმის კეტი მამონას კივილით ზურგზე მიახმა.
ხან მაკანკალებს წვრილმანზეც, ხან ვერაფერი მარისხებს,
ხან თვალში ვიმჩნევ ვერც დირეს, ხან ვზომავ ეკლის ხარისხებს.
ვდევნი, ...Ещёსარკაზმის კეტი 05.10.2016.