( ვიცი რომ ძალიან შეშლილი კაცი ვარ )
ჩემსავით სიბნელეს ნეტავი ვინ უსმენს.
ქუჩაში ყინვაა, ვდგავარ და არ მცივა
თოვაში ჩექმები ხატავენ სინუსებს.
მე დარდით დაბმული თოვლი ვარ როკაპი.
სიცივეს ვიყოფთ და შეგრძნებას ვქირაობ.
დარდს სითბოს ჩავუგდებ შიგ სულში ორ კაპიკს
იქნება თავხედი დრო ავაყირაოთ.
ძვირფასო, მენდე და უბრალოდ მომყევი,
იცოდე, ოდესმე აღვადგენთ კავშირებს.
რამდენჯერ ყინვაში ჩვენ ერთად მოვყევით
და სული გავუთბეთ ერთმანეთს მაშინვე.
წვიმები მრეცხავენ, დროდადრო ვერ მცნობენ
მზე თავისუფლების საცაა იელვებს.
რამდენი ვეომე, რამდენი ვებრძოლე,
მარადისობის ბნელ სიმშვენიერეს.
ქუჩაში ყინვაა, ვდგავარ და არ მცივა
და დარდით დაბმული ვკითხულობ ბოკაჩოს.
( ვიცი რომ ძალიან შეშლილი კაცი ვარ )
და ბოლო ნაფაზიც როგორმე მოვქაჩო....
იქნება, რადგანაც შეშლილი კაცი ვარ,
სუყველამ დამტოვა და მაინც ის მიკვირს;
ქუჩაში წვიმაა, ვდგავარ და არ მცივა
დაშლილი, ერთგვარი ცოდვების ბისკვიტი....
ეს მე ვარ, შეშლილზე შეშლილი მარტივად,
ძვირფასო ხანდახან ვტირივართ სიმცირით.
ჩვენ ერთად ყოველდღე სახლიდან გავდივართ
კარს იქით ძვირფასო და ცამდე ვიცინით.
თოვლი ვარ, კართან რომ მიხოცავ ყოველდღე
არადა ყოველთვის გიტოვებ მისამართს.
შეშლილი კაცი ვარ და მჯერა რომ ერთხელ
შეამჩნევ ძვირფასო რამდენი ხნისა ვართ.
მე მაწვიმს უშენოდ და მაინც რა უჭირს,
მუხლამდე დაფარულ დადიხარ წინდებით.
შენს კარებს ვერაფრით ვერ ჩავებღაუჭე
არადა მჭირდები და როგორ მჭირდები.
გეტყვი რომ დამადნობს მალე მზე კრიალა,
შენ ზიხარ ოთახში და ტკივილს იზომავ.
გიცქერი, ვდარდობ და შენ მე კი არა
ისევ დაგაძინა მკვლელ ტელევიზორმა.
( ვიცი რომ ძალიან შეშლილი კაცი ვარ
რას აღარ განახებს ცხოვრების ეკრანი. )
მე გარეთ ვდგავარ და არაფრით არ მცივა
მიყვარხარ და სწორედ სათქმელიც ეგ არი
და წვიმა სანამდი გამაძრობს თაბაშირს,
მენდე და მომყევი, თუ გინდა მზის სხივებს...
დავიჭერ შენთვის და ფანჯრებზე გადავშლი
არ გადამეჩვიო, მენდე და მისმინე
რადგანაც გულიდან ვიშორებ სიმსივნეს
ზამთარი მარხილით ხელახლა მოგორავს.
შენ გახვალ კარიდან და ერთად ვიცინებთ
შეშლილო გოგონა!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев