ტინა დუტა დაიბადა 1991 წელს. იგი გადაღებულია ბევრ ბენგალურ ფილმსა და სატელევიზიო შოუში. სამსახიობო მოღვაწეობა 5 წლის ასაკიდან, 1992 წლიდან დაიწყო. ტინა ბავშვობიდანვე სტიუარდესობაზე ოცნებობდა, მაგრამ მსახიობი გახდა. 2005 წელს ბოლივუდში მისი პირველი დებიუტი შედგა ფილმში „Parineeta“, სადაც გოგონამ ახალგაზრდა ლალიტას როლი შეასრულა. ფილმმა მრავალი კინოფესტივალი მოიარა და კრიტიკოსთა და მაყურებელთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მსახიობი 15 წლის ასაკში აიშვარია რაისთან ერთად გადაიღეს ბენგალურ მხატვრულ ფილმში „Choker Bali“. ტინა მეათე კლასში სწავლობდა, როდესაც ბენგალურ სატელევიზიო შოუში „Khela“ შეთავაზეს მონაწილეობა. ამის შემდეგ, ტინა გადაიღეს სერიალებში: „Comedy Circus“, „Koi Aane Ko Hai и Aahat“, სატელევიზიო შოუებსა და ბენგალურ ენაზე გახმოვანებულ კინო-ფილმებში. 2008 წელს მოლაპარაკებების შემდეგ, ის ტელესერიალში „Uttaran“ მონაწილეობაზე დათანხმდა, ეს 6 წლიანი ხანგრძლივი პროექტი ტელეარხ Colors TV-ის მიერ იყო ორგანიზებული და 2015 წლის 16 იანვარს დასრულდა. იჩას როლის შესრულებით მსახიობმა უპრეცენდენტო აღიარება და მრავალი ჯილდო მოიპოვა.ტინა დუტა თავისი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მშობლიურ ქალაქ კალკუტაში ატარებს, სადაც ძირითადად წიგნების კითხვითაა დაკავებული. იგი ლიტერატურით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. კალკუტაში ტინას ხშირად ამჩნევენ წიგნის ბაზრობაზე.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев