Предыдущая публикация
ძველი ქართველი ქალიშვილს დინჯად
ვეფხისტყაოსანს ატანდა მზითვად
დააბიჯებდა ოჯახი მშვიდად
საუნჯეს თვლიდნენ უმთავრეს ბირთვად
თქვენ მწერლობაში მოხვედით გრგვინვად
ლექსის მეფე ხართ. თქვენ დარჩით გმირად
რაც სპეტაკ გულში ატარეთ ტვირთად
ცხოვრების აზრი გადმოგვეც წმინდად
დაბადებული სტრიქონი რუსთან
გადააქციეთ უდიდეს მუზად
დარიგებებიც დასტოვეთ უხვად
ჭეშმარიტება მოგვითხრეთ ზუსტად
აფორიზმები სიხარულს გვგრისა
ქართლის პირმშო ხართ რჩეული ღვთისა
მსოფლიო დონის უმძლავრეს ნიჭსა
სალამი მივცეთ ჩვენს შოთას დიდსა
,,,გერმანე საზანოელი,,,,,
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев