( ნოველა)
სათუთი, ძველი გულისტკვილი შემოდგომას მოაქვს. არა მძაფრი ტკივილი, რომელიც წვავს, არამედ ჩუმი, ფარული ნაღველი, რომელიც ოქროსფერ ფოთლებთან ერთად ცვივა.
ნენე ბუხრის პირას იჯდა. ოთახში ძველი წიგნების და მსუყე ტკბილი არომატის სუნი იდგა,ნამცხვრის ,რომელიც ნენემ თავის ,,გოგშკებისთვის "გამოაცხო,რომლებიც კვირაობით ფინჯან ყავაზე მოდიოდნენ და დაუსრულებლად ყვებოდნენ კვირიდან კვირემდე გაგონილ ამბებს. ფანჯრიდან შემოდგომის მზე შემოდიოდა, მისი სხივებ ძველ, მუხის როიალზე,ხის სადა ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს აშუქებდა. ფოტოზე – გაზაფხული იყო.
ნენე მაშინ თექვსმეტის ხდებოდა. ის და დათია– ორი უცნაური არსება, რომლებიც ერთ დროს ერთმანეთს, სადღაც ძველი ქალაქის ჩახლართულ ბილიკებზე შეხვდნენ. ეს იყო მისი პირველი სიყვარული – სუფთა, დაუწერელი, ლექსად ქცეული. სიყვარული, რომელიც მხოლოდ იმ ასაკშია შესაძლებელი, როცა მთელი სამყარო შენს გარშემო ემორჩილება ერთადერთ გრძნობას.
მათი ამბავი სულ ერთი ზაფხული გაგრძელდა, სანამ დათია მშობლებთან ერთად სხვა ქვეყანაში არ წავიდა,რადგან ამბობდნენ დათიას მამა ცნობილი ფიზიკოსიაო და იქ სეირდებათო. ისინი დაჰპირდნენ ერთმანეთს, რომ წერილებს მისწერდნენ, რომ ერთმანეთს დაელოდებოდნენ. მაგრამ დრომ, მანძილმა და ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა ის დანაპირები თანდათან გააცამტვერა.
ნენე წლების განმავლობაში ელოდა დათიას ,მის ზარს, მის დაბრუნებას. იწერდა დღიურში, თუ როგორ უყვარდა გულწრფელად და როგორ სტკიოდა. მაგრამ ბოლოს, მიხვდა, რომ რასაც ელოდა, უკვე წარსულის ნაწილი იყო. მაგრამ მისი სიყვარული არ მოკვდა, ის უბრალოდ გაიყინა იმ ზაფხულის ბოლო დღეს, იმ მზეში და იმ უკანასკნელ კოცნაში.
ახლა, ამ მშვიდ, ოქროსფერ შემოდგომაზე, მას დაათია კი არ ენატრებოდა, არამედ ის თექვსმეტი წლის ნენე, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ეგულებოდა და სჯეროდა მარადიული სიყვარულის.
მან ხელი გადაუსვა ფოტოს. დაზთიას თვალებიდან ისევ ის მწველი, პირველი გრძნობა ანათებს.
„შენ დარჩი იქ, იმ ზაფხულში. მე კი... მე ამ გრძნობასავით დავბერდი. მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდი, როგორც ყველაზე ლამაზი და დაუსრულებელი მელოდია“.
ნენემ ცრემლი მოიწმინდა.მიხვდა ,რომ გულისტკივილი რჩება, მაგრამ ის აღარ არის დამანგრეველი. ის არის მონატრება იმისა, რაც არასდროს დაბრუნდება, რაც იქცა მის სულში – შემოდგომის მშვიდ, თბილ, მაგრამ მაინც ტკივილიან მოგონებად. ცხოვრება გრძელდებოდა მაგრამ სადღაც, იქ, წარსულში, მისი გულის ნაწილი სამუდამოდ დარჩა იმ ბიჭთან, იმ პირველ სიყვარულთან ერთად.
შემოდგომა კი ისევ მეფობდა ქალაქში. მისი ოქროსფერი პალიტრა ხეებს ბოლო ფერებს აცლიდა. ნენე როგორც ყოველთვის, უბნის პატარა, მივიწყებულ ბაღში სეირნობდა, სადაც დაცვენილი ნეკერჩხლის ფოთლების შრიალი მისი ფიქრების ერთადერთი თანმხლები იყო.
შუა ბაღის ბილიკზე, სადაც სკამი იდგა, ვიღაც იჯდა. ჯერ ზურგით ხედავდა, მაგრამ როცა ახლოს მივიდა, სკამზე მჯდომმა მამაკაცმა თავი ასწია.
ამასობაში, ნენესთვის დრო გაჩერდა.
ეს იყო დათია.
მის წინ იჯდა ადამიანი, რომელმაც ოდესღაც მისი სამყარო შეცვალა, შემდეგ კი უთქმელად დატოვა. დათიას თმაში უკვე ჭაღარა შეპარვოდა, მის თვალების გარშემო კი წლების მიერ მოხატული ნაოჭები დაეფარა, მაგრამ ეს თვალები – მწველი, მუქი – მაინც ისეთივე იყო, როგორიც იმ შორეულ ზაფხულს.
ისინი ერთმანეთს დიდხანს, უთქმელად უყურებდნენ. თითქოს ორი მარტოსული სული იდგა სივრცეში, რომლებიც დროსა და მანძილზე ადრე, ერთმანეთს ეკუთვნოდნენ.
💭 ნენეს გულში აფთურდნენ ფიქრები:
"ეს შენ ხარ. მართლა შენ. რამდენი ხანია... ორმოცი წელი? თითქმის მთელი ცხოვრება. ისევ ისეთი ხარ, თითქოს დრო მხოლოდ სხეულს შეეხო და არა შენს სულს."
"ნეტავ რა უნდა მეთქვა? 'გამარჯობა, დათია, გახსოვს ჩვენი პირობა?'... არა. ახლა უკვე გვიანია. ჩვენ ორმა უცხოდ ჩავიარეთ ცხოვრება. ისევ იმ ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ მას სიბრძნე ერევა. ეს არ არის გაზაფხული, ეს შემოდგომაა."
"მისი თვალები მეკითხება. მეკითხება, რა მოხდა, რატომ არ გამოვიდა. მაგრამ პასუხი უბრალოა: ცხოვრებამ ჩაიარა ჩვენ მონატრების მშვენიერება უფრო გვიყვარდა, ვიდრე რეალური ერთად ყოფნა."
💭 დათია უყურებდა ნენეს ცრემლიანი თვალებით და ფიქრობდა:
"ნენე .. ჩემი ნენე . დრომ შენც შეგცვალა, მაგრამ შენი ღიმილი, თუნდაც ახლა დამალული – ისევ ისაა. მთელი ამ წლების განმავლობაში, არც ერთი ქალი არ მახსოვს ისე, როგორც შენი თვალები."
"უნდა ავდგე, უნდა ჩავეხუტო, უნდა ვთხოვო პატიება წასვლისთვის, დავიწყებისთვის. მაგრამ როგორ ავუხსნა, რომ მასზე ფიქრი იყო ჩემი ერთადერთი ნუგეში იმ უცხო ქვეყანაში? ახლა უკვე ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს."
"ეს შეხვედრა – ეს არის ისტორიის ეპილოგი. ჩვენ არ შეგვიძლია წარსულში დაბრუნება. იქ, იმ ზაფხულში, ჩვენი სიყვარული სრულყოფილი იყო. თუ ახლა რამეს ვიტყვით, იმ სრულყოფილებას დავარღვევთ. მოდი, ასე დარჩეს – ყველაფერი ლამაზ მოგონებად."
ნენემ ამოისუნთქა სევდიანად გაიღიმა,მან თავი ოდნავ დახარა, რათა პატივისცემა და სათუთი სევდა გამოეხატა. დათიამაც მსუბუქად დაუქნია თავი – მიიღო მისი გადაწყვეტილება. ეს იყო ორი სულის უსიტყვო დიალოგი, რომელიც წლობით გრძელდებოდა.
ნენემ ნელა გაიარა მის გვერდით, ისე, რომ თვალები არ მოუშორებია. დათიაარ შერხეულა. როდესაც ნენემ ბაღის გასასვლელში ფეხი შედგა და უკანასკნელად მიიხედა, დათია ისევ სკამზე იჯდა, შემოდგომის მზის ჩრდილქვეშ, როგორც მარადიული მოგონება.
ისინი ერთმანეთს უთქმელად დაემშვიდობნენ ,რადგან ორივემ იცოდა, რომ ეს იყო უკანასკნელი შეხვედრა. პირველი სიყვარული დარჩა იქ – ბაღში, ოქროსფერ შემოდგომასთან, მშვიდ გულისტკვილთან და მარადიულ მონატრებასთან ერთად.
ნენე ბაღის ჭიშკართან იდგა. ფეხქვეშ ფოთლები აღარ შრიალებდნენ – ახლა მის გულში შრიალებდა რაღაც, რაც წლების განმავლობაში სიჩუმეში იყო ჩამალული. ის არ გაიქცა. ის ნელა მიდიოდა, ყოველი ნაბიჯი წარსულისგან განთავისუფლებას ჰგავდა.
თავში უსაზღვრო სიმშვიდე ჩამოწვა. არც სინანული იყო, არც მძაფრი ტკივილი, მხოლოდ ღრმა, მშვიდი სევდა. ის იქ, სკამზე, დატოვა არა უბრალოდ დათია , არამედ საკუთარი თავის ის ნაწილი, რომელიც მას ჯერ კიდევ ელოდა.
„ახლა დასრულდა. ის, რაც მთელი ცხოვრება კითხვის ნიშნად მქონდა, დღეს გახდა ნათელი. ის აღარ არის ჩემი ჩვენი სიყვარული ისეთი მშვენიერი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაუსრულებელი დარჩა.“
მან ხელი გულზე მიიდო და იგრძნო, როგორ გაფრინდა გულიდან ის მონატრება, რომელიც მძიმე ტვირთად ედო. მონატრება, რომელიც რეალობას არასდროს ეხებოდა. დათიასთან უსიტყვო შეხვედრამ თითქოს დაადასტურა: მათ ჰქონდათ თავისი დრო, თავისი ზაფხული, და ეს ყველაფერი სამუდამოდ დარჩა იქ – წარსულის ოქროსფერ კადრში.
ნენემ ცას ახედა. მაღლა შემოდგომის მზე ანათებდა. ეს მზის სხივები ახლა აღარ ეკუთვნოდა თექვსმეტი წლის გოგონას; ისინი ეკუთვნოდათ მას – მომწიფებულ, ბრძენ ქალს, რომელმაც იცოდა, რომ ცხოვრების შემოდგომაც შეიძლება იყოს ლამაზი, თუკი მშვიდობას მოუპოვებ საკუთარ გულს.
მან ისწავლა: ყველაზე ძლიერი სიყვარული ის კი არ არის, რომელიც გრძელდება, არამედ ის, რომელიც ლამაზ მოგონებად იქცევა და არასდროს ბილწდება ყოველდღიური ცხოვრების რუტინით.
ის ქუჩას გაუყვა, სადაც სრულიად განსხვავებული ცხოვრება ელოდა. ზურგს უკან დარჩა ბაღი, სკამი, დათია და მისი პირველი სიყვარულის ჩუმი აჩრდილი.
ნენემამოისუნთქა. ეს იყო მისი გამარჯვება საკუთარ წარსულზე.
. დასასრული
თამარელა/თამარ დანდლიშვილი/
25.10.2025 წელი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев