ფუსფუსებენ , გარბიან , გამორბიან, ჩქარობენ, ჩქარობენ, ჩქარობენ...
საიდან მოდიან და სად მიდიან?
სახლიდან, სამსახურიდან, მაღაზიიდან, ერთმანეთისკენ,ერთმანეთისგან...საერთგულოდ თუ საღალატოდ?წუთისოფელს რომ მეტი დასტყუონ , თუ ერთმანეთს გამოგლიჯონ? მოასწრონ და სხვისი წილი დაითრიონ, სხვათა სარგებელი ირგონ, მოყვასის კუთვნილი მიიტაცონ. დაპურდნენ, დაძღნენ, და იმისი, ვინც გაძარცვეს , კი არ შერცხვეთ, პირიქით, თვითკმაყოფილებმა ბოყინით ზევიდან დახედონ,ლუკმაგამოცლილებს დასცინონ.
დასწყევლოს ღმერთმა, ეს გზა ბაზრისკენ მიდის და მიტომაა ასე მღვრიე და მოფუსფუსე, ასე გამორჩეულად აჩქარებული, მოწადინე. ეს გზაა, ადამიანი რომ ძღომასთან მიჰყავს და ძღომაა , რომ ხორციელ ვნებებს აღძრავს, ვნებები - ღალატს... .."
🖊 ოტია იოსელანი
"ქალი გამოვიდა საღალატოდ."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев