Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
არავის ჩაკიდებული ხელი არ გჭირდებათ თუ თქვენ ორივე გაქვთ...
საკუთარი ხელი ერთადერთია რომელიც არასოდეს გაგიშვებთ,
ცაშიც თქვენთან ერთად გაფრინდება და მიწაზეც თქვენთან ერთად დაენარცხება!
უფრო ძლიერად ვერავინ გადაგისვამთ მეორე ხელზე დანას
და უკეთესად ვერავინ შეგიხვევთ იარებს!
უკეთესად ვერავინ გკრავთ ხელს ფანჯარასთან მდგომთ და უკეთესად ვერავინ დაგხვდებათ დაბლა რომ ძირს არ დაეცეთ.
სხვა ყველა ხელი დროებითია, ფასადურია, მომენტია, მომენტები კი უნდა დავიმახსოვროთ და არა ვეთაყვანოთ... 💟🙏
2 комментария
5 классов
ნეტავ რატომ და როგორ ირჩევენ ადამიანები ერთმანეთს... საოცარია,
ამხელა სამყაროში ადამიანს რომ იპოვი.
ა დ ა მ ი ა ნ ს.
შენეულს, შენებურს და უბრალოდ,
ბედნიერი რომ იქნები.გამოუთქმელად.
სიტყვების გარეშე. ღიმილით. 🤍
1 комментарий
6 классов
- როდესაც ბრძენს ჰკითხეს: ”გავანებივროთ თუ არა ბავშვები?” მან უპასუხა:
- აუცილებლად გაანებივრეთ. კაცმა არ იცის, რა განსაცდელს უმზადებს მათ ცხოვრება და მძიმე წუთებში სწორედ ბავშვობის ბედნიერი მომენტები უნდა აძლევდეს მას ძალას.
🍁
1 комментарий
10 классов
" ამ გიორგობა დღესაო,
ლოცვას გიგზავნით ბევრსაო,
იხარეთ, იბედნიერეთ,არ შეუშინდეთ წლებსაო,
გფარავდეთ წმინდა გიორგი
აწ და მრავალსა წელსაო!"
გიორგობას გ ი ლ ო ც ა ვ თ მეგობრებო!
2 комментария
15 классов
მე ადამიანებში ყოველთვის
კარგს ვეძებ...
ცუდს თავისითაც მაჩვენებენ 🩶
#შენიფერები 🌸
1 комментарий
7 классов
მოთმინება...
ღმერთის მიერ გამოგონილი სიტყვაა და მას, რწმენა ქვია....
სიყვარული...
მისი ნაბოძები გრძნობაა და მას ნეტარება ქვია....
ერთგულება...
ქვეყნის არსებითი ძალაა და მას პატრიოტი ქვია...
ცხოვრება კი....
ბედისწერაა და მას აღსარება ქვია...🙏❤️
1 комментарий
4 класса
რატომ ბოროტდებიან ადამიანები? არ ვიცი, ალბათ ბოროტების მარცვალი თავიდანვე აქვთ გულში და იმიტომ, თორემ კეთილი გული ვერ გაბოროტდება, როგორი განსაცდელი და უსამართლობაც არ უნდა შეახვედროს ცხოვრებამ...
❤
ია #კარგარეთელი
1 комментарий
8 классов
ყველაზე მნიშვნელოვანი და მომავლის ფუნდამენტი ეს სწორი ადამიანის არჩევაა!
სწორედ ამიტომ ისეთი ადამიანი აირჩიე, ვისაც შენი ღრმა პარკუჭები და მრავალფეროვანი ნეირონები არ დაღლის…
არ დაგავიწყდეს სწორი ადამიანი დანგრეულს აგაშენებს, არასწორი კი,გიპოვის მთელს და დაგანგრევს!
ყოველთვის აირჩიე ის, ვინც მუდამ შენი ბაგეების გაღიმებაზე იქნება ორიენტირებული, ის, ვისაც საკუთარ თავზე მეტად ეყვარები და მუდამ გულში ჩაგიკრავს, მოგეფერება და გეტყვის:
ერთად ვაქციოთ ყველა
ბარიკადი ტრამპლინად!
აირჩიე ისეთი ადამიანი, ვინც შენს გამო ყველაფერზე იქნება წამსვლელი და რატომ?
ნამდვილი სიყვარული უშიშარია, ის მხოლოდ ქმედებებით მტკიცდება და იჩენს მომავლის ბედნიერ ბუდეს!
ის,სხვა ჰორიზონტზე გატარებს!
ის,სხვა პლანეტას შეგიქმნის!
ის,სხვა გალაქტიკით შეგიყვარებს
და ის გაგრძნობინებს , რომ შენ არსებობ💚
1 комментарий
2 класса
- რატომ არ გაინტერესებს სხვები რას ამბობენ შენზე?
- სხვები არ მიცნობენ და იმიტომ, მათგან არცერთს არ უგრძნია ჩემი ტკივილი და ბედნიერება, არ უვლია ჩემი გზით და არ დაუნახავს ჩემი თვალებით. სხვები მხოლოდ სხვები არიან და ასე იქნება მუდამ
.
1 комментарий
6 классов
ქალი, რომელიც ფიქრობს, როგორ გამოიმუშაოს საარსებო, ვეღარ ფიქრობს სიყვარულზე — რადგან ის სტრესშია, შფოთვაშია, მუდმივ კონტროლში…
ხოლო სიყვარული მოითხოვს მოდუნებას და ნდობას.
და თუ გვერდით არ დგას მამაკაცი, რომელსაც შეუძლია იყოს საყრდენი,
მაშინ ქალს თავად უწევს ძლიერი იყოს…
ხოლო ძლიერი ქალი — ეს არ არის კომპლიმენტი.
ეს არის გაკვეთილი, ტვირთი… და ხშირად — განაჩენი.