მე არ მინდა არც პრეზიდენტობა,არც კოსმონავტობა არც მაგდაგვარი,მე ძალიან უბრალო ოცნება მაქვს,მე რომ გავიზრდები მინდა მუსლიმანი გამოვიდე.ჩემს მეგობარს მიქაილი ჰქვია,ის მუსლიმანია,დედა მასთან მეგობრობას მიკრძალავს და მიქაილის დედას ეშმაკს ეძახის,რადგან მას სულ შავი გრძელი კაბები აცვია,დედიკო ამბობს რომ ის სილამაზეს მალავს.დედა მიქაილის სახლში მოყვანას მიშლის,მიქაილმა კი დამპატიჟა სახლში თავისთან და ისე წამიყვანა დედას არ ჰკითხა,შეიძლებოდა თუ არა,როცა მე ვუთხარი დარეკე და ჰკითხე დედას შეიძლება მეგობარი მოვიყვანო თქო მიქაილმა მიპასუხა,არა კითხვა არ უნდა,მამა ყოველთვის ამბობს "სტუმარი ღვთისაა".მე ეგ ბედნიერება არასდროს მქონია,დედას ჩემი მეგობრები არ მოსწონს და სახლში მიყვანას მიშლის,ზოგიერთს ღარიბს ეძახის,ზოგიერთს ჭუჭყიან ღორს..მიქაილმა რომ წამიყვანა თავისთან დედამისი სხვა ფორმაში დამხვდა,თავიდან ვერც ვიცანი,მას შარვალი ეცვა და გრძელი ლამაზი თმები ჰქონდა,ის მომეფერა,და მითხრა რომ კარგი ბიჭი ვარ მაგრამ დედიკოს არ უნდა ვუმალავდე არაფერს,თუ ის გიშლის ჩვენთან მოსვლას ნუ მოხვალო მითხრა,დედიკოს მოტყუება კარგი არარისო,უთხარი რომ ჩვენც ადამიანები ვართ და არაფერს გიშავებთ,მაშინ გამოგიშვებსო,მე ვუყურებდი ამ ხალხს და მინდოდა მათი შვილი ვყოფილიყავი,ისინი არ უყვიროდნენ ერთმანეთს,დედა და მამა კი ყვირიან,დედას კაბა როცა უნდა მამას უყვირის,ჩანთა როცა უნდა მამას უყვირის,ყავა როცა უნდა მამას უყვირის.მიქაილთან კი დედამისმა გააკეთა ყველაფერი და მამას და შვილს ეფერებოდა.ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო.მიქაილს ვუთხარი თქვენ ესე რატომ ხართ არსად მინახია ესეთი ოჯახი მეთქი მან კი მიპასუხა,ჩვენ მუსლიმანები ვართ,ღმერთის გვჯერა და ვაკეთებთ იმას რასაც ღმერთი გვიბრძანებს.მე არ ვიცი რას ნიშნავს მუსლიმანები,მაგრამ რომ გავიზრდები აუცილებლად გამოვალ მუსლიმანი,მეყოლება მიქალის ნაირი ოჯახი და ჩემს შვილს არ ავუკრძალავ სხვასთან მეგობრობას იმიტომ რომ მის დედას გრძელი კაბა აცვია ან ღარიბია,მიქაილმა როცა ვკითხე მე დედა მიკრძალავს შენთან მეგობრობას შენ რატო არ გიკრძალავს მან მიპასუხა,მე არ მიკრძალავს,დედა მეუბნება რომ მსოფლიოში ყველა ადამიანი ღმერთის შვილია და ყველა ერთნაირია.მე გავიზრდები და მუსლიმანი გამოვალ.
(თემის ავტორია სტას დავიდოვ ეროვნებით რუსი)
შემოგვიერთდით ჯგუფში "მე მიყვარს ისლამი"
odnoklassniki-ზე
http://odnoklassniki.ru/group53046554263677
facebook-ზე
https://www.facebook.com/MeMiqvarsIslami
Комментарии 66