Предыдущая публикация
შეაგონე შენსავე თავს:“ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედურების წყარო,პირიქით,მისი ღირსეული დათმენის უნარია ბედნიერება.“
მარკუს ავრელიუსი
საკუთარი თავის ფლობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ ჩემებო..დღე მშვიდობისაა <3
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7
მამაო,ჰაერში სიცრუის სუნია,
რამდენი დარდი და რამდენი ნაღველი,
ტაძრების კარებთან დღეს ისევ სტყუიან-
შეგვინდე უმეცართ - არ ვიცით რას ვშვრებით...
შეგვინდე შენს შვილებს - წვიმაში დაცემა,
ტალახში დასვრილი ხელებით გეხებით,
წუხელის ტაძარში ხატები ატირდა-
ამტკივდა მამაო,დღეს ისევ სათქმელი...
მამაო,გულამდე დავიდა მახვილი,
და სიტყვა ნათქვამი უფრო რა მძიმეა
სამთავროს ტაძრის წინ მუხლებზე დავდეგბი
შენდობას მოვითხოვ - თუმცა კი მცირე ვარ....
მცირე ვარ....მოვგავარ ნაწვიმარ დაღმართებს,
მაგრამ დღეს ვაი,რომ სულ ვეღარ ვაპრილობთ,
გულს სტკივა მამაო,დაღლილი ფიქრები -
შენ ისევ გვიმზერ და უსიტყვოდ გვპატიობ.....
დიკა სალაყაია
- ქარად ყოფნას ვინატრებდი ოტია...
- ქარად?
- ხო, ქარად...
- რატომ კაცო?
- იმიტომ, რომ ადამიანებს ის, რაც ყველაზე ძვირფასი გააჩნიათ მას ატანენ... და მე, შევიფარებდი სიყვარულს, ერთგულებას, დროს, იმედსა და ბედნიერებას. ყველაფერს, რასაც უმოწყალოდ ანიავებენ..
//მზე, რომელიც ღამე ამოდის/