სიზმრად ვიხილე დათოვლილი მთები გელათის.
გულით ვიგრძენი მოლოდინი! მიხმობს, მეძახის...
თვალგახელილმა შევევედრე ჩემს მამა უფალს
სულით ახლოს ვარ, მანძილით კი ნუ მეტყვი უარს.
....ჩამიხუტე და მამის სითბო გამაგებინე
ნება მომეცი სიხარული შემაძლებინე,
კურთხევას ველი საცხოვრისი მქონდეს ტაძართან
და ვემსახურო როგორც ჩემი გვარი დასახლდა.
..... მომეც კურთხევა ტაძრის ახლოს ბინა დავიდო
ვიხილო მწვანით მობიბინე მთები ხვამლისა,
ლოცვა გალობით მივეგებო დედა ღვთის მოსვლას
რწმენას, იმედსა და სიყვარულს ჩვენი ხვალისა.
....გარემო გათბა, მზე ამაღლდა ამოიწვერა
ერთიან ძალით განადგურდა მტერი ქვეყნისა,
ამაყადა დგას სიყვარულით სავსე გელათი
,,შენთან მოვდივარ!" მე შორიდან გულით გეძახი.
......... ,,მე უშენობით ვერ გავძელი - მამავ მოვედი!"
საქართველოა ღვთისმშობელის საცხოვრებელი
მანძილი, წლები - იგი მხოლოდ არის ციფრები
ჩემი სიცოცხლე სიყვარულის მატარებელი.
..... სიზმრად ნანახი მელოდება გუმბათი ტაძრის
მლოცავს ფრესკები ქალწულ დედის მჯდომარის მარჯვნივ.
რამდენი ფერით შეიცვალა გელათის ქედი
საოცარია დანახული შორიდან ხედი!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 05.11
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1