Предыдущая публикация
გითხარი დაგიძახებ, თუ გამიჭირდა,
რომ მოგიტანდა ჩემს ხმას ქარი ცხრა მთის იქიდან,
მაშინ მჯეროდა...სიყვარულის...სასწაულების,
და შენი მოსვლა ამ ტანჯვისგან რომ დამიხსნიდა!
მაშინ მჯეროდა,რომ ფიქრებსაც წაიკითხავდი,
რომ ჩემთან ყოფნა...შენც ჩემსავით გადაგარჩენდა,
აღარ გეძახი! ვიცი, უკვე , ვეღარ გაიგებ...
და ეხლა სულში მარტოობის დარდი გამოჩნდა!
რამდენიც არ უნდ გაუყუჩდე სატკივარს კაცი,
სატკივარი ხომ, თავს ბოლომდე მაინც არ მალავს...
აღარ გეძახი...არ მოგიტანს ქარი ჩემს მოთქმას
დრო სამწუხაროდ...ყველა წმინდას ბოლომდე სცვეთავს!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 17
სად გაფრენილა წლები ლამაზი
დრო ასე უცბად როგორ გასულა..
ჩემი ცხოვრება იმ დროსთან ერთად
ო ღმერთო ჩემო რა შორს წასულა..
მოგონებები არა მშორდება
ცხოვრება მიდის საით მივყავარ..
ის სიყმაწვილის ლამაზი წლები
ღმერთო ნეტავ სად გაუჩინარდა..
დაკარგული ხომ არაფერია
წლები გადის და სადღაც ქუჩდება..
თუ მონატრებას მე ვერ გავუძლებ
წარსულთან წავალ აუცილებლად..
წარსული რაა? აწმყოს გარეშე
მომავალს ვხედავ ისევ ლამაზად..
მე ხომ ქალი ვარ - ცოტა ამაყი
ქალი რომელიც ფიქრმა დაღალა..
სად გაფრენილა წლები ლამაზი
წლები რომლებმაც დღემდე მატარა..
იქ სადაც ჩემი ბავშვობა ცოცხლობს
ის ჩემი წლებიც მასთან ჩასახლდა..
შენა ხარ ვისაც ჩავეხუტები,
დაუფიქრებლად დავუთმობ სუნთქვას,
ყველა ოცნება და ყველა ფიქრი
შენთან მიდის და შენს ირგვლივ ბრუნავს.
მიყვარხარ ძლიერ, არ მომბეზრდება,
გაგიმეორო ასჯერ, ათასჯერ,
შენა ხარ ჩემი სიცოცხლის აზრი,
გაღმერთებ გეტყვი ათიათასჯერ.
ძილში სიზმარიც არ მოდის ისე,
არ გმასპინძლობდე სტუმრად არ მყავდე,
მღვიძავს და მაინც შენზე ოცნება,
აღარ მშორდება გნატრობ დაღლამდე.
ეს სიყვარული დღითიდღე მზარდი,
უფრო ლამაზი ძლიერი ხდება,
დრო ვერას აკლებს სიცოცხლეს მმატებს,
ნამდვილი გრძნობა არასდროს კვდება.
მე უკვდავების წყაროს ვეწაფე
ანგელოზების შევისხი ფრთები,
რაც შემიყვარდი დავფრინავ თითქოს,
და შენთან ერთად უკვდავი ვხდები
მშვენიერება სულის სიღრმიდან,
თვალების გავლით სახეს ედება,
ნაოჭებშია გადამალული,
ლამაზი ქალის ჩუმი ვედრება,
მომხიბვლელობა, ქალს რომ ამშვენებს,
ღიმილში კრთება, ბაგეს ეხება,
უშნო ქალს ალბათ ვერსად მოძებნით,
რადგან ყველას აქვს სულის მშვენება,
ასაკი რაა, თუ სიყვარულით,
სავსეა გული და არ ბერდება,
ნაოჭებს მიღმა გაზაფხულია
და კაცის გულთან ისევ ჩერდება,
ნუ დაივიწყებთ, რომ მის მზერაში,
თქვენი ოცნების სხივი ხელდება
10:26ცხოვრება იმით არის საინტერესო, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს
°•★°★
ეს -ბედნიერების ჩიტია და შენ გჩუქნი სიხარულს, სიყვარულს, წარმატებას და უამრავ ბედნიერებას მოგიტანს!.....
http://img-fotki.yandex.ru/get/4908/madam-brazhnik-tatka2009.4e/0_52a09_196b3b63_Lხელს გიწვდი მეგობრად, მჭირდები,
ჩემს გულში, გეყოფა ადგილი,
სხვის გულთა სიცივით, ვიბნევი,
შეჩვევა, არ არის ადვილი.
ცხოვრება უცნაურ შემთხვევით,
გადაწნავს, სხვადასხვა ბილიკებს,
რატომღაც, თავიდან ვერ ვხვდებით,
რომ ღმერთი, მეგობრებს გვირიგებს.
გამოწვდილ ხელს გართმევ, გავთბები,
შენს დარდთან, მეც დარდით ვიმუხლებ,
საითაც მიდიხარ, გაგყვები,
მერეც, არასოდეს გიმუხთლებ.
ჩვენი ბილიკები ერთდება,
იზრდება, იქცევა შარაგზად,
მაცოცხლებს მეგობრის ფერება,
მეგობარს არ სტკენენ ანაზდად.
ხელს გიწვდი მეგობრად, მჭირდები,
ჩემს გულში, გეყოფა ადგილი,
სხვის გულთა სიცივით, ვიბნევი,
შეჩვევა, არ არის ადვილი.
გულში მონატრების მითოვს
ფანტელები, თურმე ჩემი
სევდაც, შენსას ჰგვანებია, როცა
დავრწმუნდი, რომ ჩემი ვერ იქნები,
მივხვდი, შენი თავი როგორ მყვარებია.
ცრემლად ამღვრეულა თვალში ოცნებები,
თურმე შენი ნატვრაც, -ჩემსას ჰგვანებია,
როცა ვეღარ ვნახე შენი გამოხედვა,
მივხვდი, შენი თავი როგორ მყვარებია.
ბოლთად გადამექცა შენი მოლოდინი,
თურმე შენი ლოცვაც, ჩემსას ჰგვანებია, რომ
ვერ დავიძინე, შენზე ფიქრის გამო, მივხვდი,
შენი თავი როგორ მყვარებია. როცა
გამოგიტყდი, არ მიყვარხარ მეთქი, ვიგრძენ,
შენი ცრემლიც, -ჩემსას ჰგვანებია,
თვალცრემლიანმა რომ ზურგი შემაქციე,
მივხვდი, შენი თავი როგორ მყვარებია..
რაც არ უნდა შეგემთხვეს კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, არამედ აქ დატოვებული სახელითა და სულით.
არ არსებობს დაკეტილი კარი, რომელსაც სიყვარული ვერ გააღებს…
სიყვარულის თავშიც და ბოლოშიც – სამოთხეა… რადგანაც სიყვარული – ღმერთია…
არ არსებობს ადამიანი, რომელიც ღმერთმა მიატოვა, არსებობენ მხოლოდ
ადამიანები, რომლებმაც ღმერთი მიატოვეს…
ღმერთო,
მიცოცხლე მეგობრები,ვინც დღემდე მომყვა
«სული: ეს არის სინათლე, რომელიც საფარის ქვეშ იმალება. როდესაც ამ სინათლის წყაროს ყურადღებას არ აქცევენ და არ ზრუნავენ მასზე, ის ნელ-ნელა მინელდება და ბოლოს საერთოდაც ქრება. ხოლო თუ სინათლეზე ზრუნავენ, ზეთს უმატებენ, ლამპარი მარადიული ალით იწყებს ნათებას» – წერდა ჰერმესი.
და მაინც, რისი თქმა უნდოდა ჰერმესს ამ იგავით?: «ჰერმესს ამით იმისი თქმა უნდოდა, რომ სული, ადამიანის სახით, იმისთვის მოდის დედამიწაზე, რომ ღმერთისადმი და სხვა ადამიანებისადმი სიყვარულის ლამპარი ენთოს. ამ სიყვარულის სახელით გაკეთებული კეთილი საქმეები კი – ლამპარში ზეთის ჩამატებას ნიშნავს».
-ჰერმესის მტკიცებით, სული დედამიწაზე სიყვარულისთვის და კეთილი საქმეების კეთებისთვის მოდის და რაც უფრო მეტ სიკეთეს გასცემს ადამიანი, მით უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება მისი სული დედამიწაზე.