Предыдущая публикация
რაც არსებობს კაცთა მოდგმა ,
სიცოცხლეა მუდამ დოგმა .
შემო,
ჩემო
შემოდგომავ!-
რა წესია გარეთ დგომა!
ღვთის შვვილი ვარ .
მისი ძე ვარ.
შენ არ შედრკე ,
ჩემო რწმენავ!
მედგრად,
ჩემო მაჯისცემავ!
შემო ,
ჩემო
ფოთოლცვენავ!
დამაქვს წლები-
ოქროს ფონდი .
სათქმელი ვთქვი ,
რაც ვიცოდი.
ჩემი ცოდნით,
ჩემი ცოდვით,
მე აქა ვარ ,
ოღონდ მოდი!
ჭირში , ლხინში
თანადგომავ!-
შემო
ჩემო
შემოდგომავ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев