მადლობელი ვარ, რომ არ მტოვებ და ყველგან და ყოველთვის ჩემთან ხარ…
მადლობელი ვარ მათთვის, ვინც შემხვედრია ჩემი ცხოვრების გზაზე და ვისაც შემახვედრებ მომავალში…
...მადლობელი ვარ უსაყვარლესი მშობლებისთვის, ვინც გამზარდა და მაქცია ადამიანად…
მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რაც არ მაქვს…
მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, რომელიც შენ მასწავლე და იმ ბედნიერებისთვის, რომლის ჩუქებაც შემიძლია სხვებისთვის…
მადლობელი ვარ ყველა ახდენილი და აუხდენელი ოცნებისთვის…
მადლობელი ვარ, რომ დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს და ხვალინდელი კიდევ უკეთესი იქნება…
მადლობელი ვარ მეგობრებისთვის, გვერდში რომ მიდგანან და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ…
მადლობელი ვარ მტრებისთვის… მათ სინათლე დამანახეს და სიკეთე მასწავლეს…
მადლობელი ვარ მათიც, ვინც მატკინა და პატიება მასწავლა…
მადლობელი ვარ ყოველი ადამიანის ღიმილისთვის… ბავშვების სიცილისთვის…
მადლობელი ვარ ნათელი სულისთვის და სიყვარულით სავსე გულისთვის…
მადლობელი ვარ ჩემი მფარველი ანგელოზისთვის, რომელიც შენ გამომიგზავნე და თავზე დამფარფატებს…
მადლობელი ვარ იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელმაც ჩემს სულში სიცოცხლის სიმფონია ააჟღერა…
გვიყვარდეს ერთმანეთი!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7