ნატოს ძალები უნდა მოემზადონ რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის მოსაგერიებლად, განაცხადა ნატოს ევროპაში გაერთიანებული ძალების მეთაურის თანაშემწემ ედრიან ბრედშოუმ, ლონდონში გაერთიანებული სამეფოს კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.
გენერალ ბრედშოუს აზრით, მსგავსი ქმედებები რუსეთს შეუძლია მოიმოქმედოს მსგავსად ყირიმისა და რომელიმე ნატოს ტერიტორიის ნაწილი დაიპყროს.
"ისინი ე.წ. "საესკალაციო დომინირებას" გამოიყენებენ რაც კლასიკური სანჭოთა ტექნიკაა", - განაცხადა ბრედშოუმ.
გენერალი აღნიშნავს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთმა მოახერხა თავისი ძალების სწრაფი მობილიზება.
უფრო ადრე, იმის შესახებ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ბალტიის ქვეყნებისთვის, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკ ფალონმა განაცხადა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7