მღვდელ-მონაზონი ანდრია: გაგვყინა კომპიუტერმა, გული უშბას დაემსგავსა!
მღვდელ მონაზონი ანდრია (სარია) სოციალურ ქსელში 21-ე საუკუნის სენზე გულისტკივილით წერს:-„facebook - მა ერთმანეთს დაგვაახლოვა და თანაც ძალიან დაგვაშორა. სალამი მარტივი, სიყვარული და ცოცხალი ურთიერთობა კი ძვირი გახდა. მეგობრები შეათვალიერებენ შენს გვერდს, იტყვიან ,,ცოცხალია'', ,,არაფერი უჭირს'' და გააგრძელებენ გადაფურცვლას! გაგვყინა კომპიუტერმა, გული უშბას დაემსგავსა“!
Комментарии 3