17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.
დიდმოწამე ბარბარე მეოთხე საუკუნეში, კეისარ მაქსიმიანეს დროს, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა. იგი მდიდარი, წარმართი კაცის, დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო.
ბარბარე მამისგან მალულად გახდა ქრისტიანი, რამაც დიოსკორე ისე განარისხა, რომ ქალიშვილს თავად მოჰკვეთა თავი. მოგვიანებით დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
ბარბარეს წმიდა ნაწილები დასვენებულია კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.
წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ბავშვების განკურნებას, შვილის გაჩენას და ა.შ.
ბარბარობას ტრადიციულად ლობიანებს აცხობენ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11