ამის შესახებ რჩევა-დარიგებებს გვაძლევს მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).
ჯანმრთელობის ლოცვა
ლოცვას დიდი ძალა და მადლი აქვს. როდესაც ადამიანი სწორი გზით ცხოვრობს, მას შეუძლია, ყველანაირი ეშმაკიერი და მანკიერი ცდუნებების გადალახვა. ბევრჯერ მომხდარა სასწაული, როდესაც სნეულს ძლიერი რწმენით დაუძლევია ავადმყოფობა.
მეტეხის ტაძარში 4 შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ლეიკემიის უმძიმესი ფორმით დაავადებული ადამიანი ჯანმრთელობის ლოცვის ძალით განკურნებულა. სამედიცინო დასკვნა კი ლეტალურ შედეგს იუწყებოდა. მომხდარა სხვა უამრავი სასწაულიც.
აუცილებელია, სნეული იყოს რწმენაში და მარხული.
ჯანმრთელობის ლოცვის დროს ხდება უფლის მოხმობა. მოიხმობენ ასევე დედა ღვთისმშობელს, წმინდანებს, რათა სნეულზე მოვიდეს მადლი და ილოცონ მასზე, რომ განიკურნოს საშინელი დაავადებისაგან.
სრულდება საგალობელი. საგალობელს მოყვება ტროპარი და კონდაკები, რომლებშიც წმინდანებს მიმართავენ. ეცხება ზეთი და იკითხება სამკურნალო ლოცვა. სნეული ემთხვევა სახარებას და ჯვარს.
ავადმყოფობა შეიძლება იყოს ფიზიკური, როდესაც სამედიცინო დიაგნოზი აქვს დასმული. ასევე, შეიძლება იყოს სულიერი.
რწმენაში ყოფნა და ეკლესია, მოძღვრის ლოცვები და სინანული ყველა მსუბუქი თუ მძიმე ავადმყოფობის მკურნალია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2