თქვენში, ნიშნავს ჩვენ შინაგან სამყაროს, ჩვენ მეს. ღმერთი ჩვენში უნდა მივიღოთ, გავუღოთ გულის კარი, მაგრამ თუ ჩვენ, ჩვენსავე თავს არ ვიცნობთ მაშინ როგორ შევძლებთ ქრისტეს მიღებას? თუ კაცმა თავისი სახლის კარი არ იცის, მაშინ ის სტუმარს როგორ მიიღებს? ასევე, ვინც არ იცნობს თავის შინაგან სამყაროს, თავის მეს და არ იცის როგორია ის, მაშინ როგორ შეძლებს ღმერთს გაუღოს გულის კარი? საკუთარი თავის დანახვაა - ხედავდე არა მოქმედებას, არამედ მოქმედების მიზეზს. არა ფიქრს, არამედ ფიქრის მიზეზს. არა იმას თუ ვინ გიყვარს, არამედ იმას თუ რატომ და რისთვის გიყვარს. მართალი ხედვაა - ხედავდე, თუ რატომ, როგორ და რისთვის ხედავ. მაგრამ ვერავინ დაინახავს თავისი სულის მოქმედებას, ხელთუქმნელი მზის, ქრისტეს ნათლის გარეშე. ისევე, როგორც ვერავინ დაინახავს საგანს შექმნილი მზის ნათლის გარეშე. არქ.ილია (თოლორაია)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1